https://sputnik-georgia.com/20260616/qvrivishvili-anakliis-portshi-2029-wels-pirvel-gems-mivigebt-299177816.html
ქვრივიშვილი: გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი
ქვრივიშვილი: გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი
Sputnik საქართველო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T18:39+0400
2026-06-16T18:39+0400
2026-06-16T18:51+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს პორტები
ანაკლია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22781/07/227810738_0:126:1332:875_1920x0_80_0_0_5e9e66b3c2162db5a463fdc0a5c419e8.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ანაკლიის პორტში მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ჩვენი მიზანიან, რომ პირველი გემი 2029 წელს მივიღოთ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა.ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. 2029 წლისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის დასრულება აბსოლუტურად რეალურია, დასძინა მან.მისი თქმით, ანაკლიის პორტის დროული ამოქმედება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს ევროპასა და აზიას შორის გაზრდილი ტვირთების მთავარი გამტარი.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ხორციელდება დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა - ანაკლიაში ზღვის ფსკერი 17,5 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება. ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება. ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22781/07/227810738_0:1:1332:1000_1920x0_80_0_0_a008ce647e6ad1ce9cbe1c3a05243d89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პორტები, ანაკლია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პორტები, ანაკლია, ახალი ამბები
ქვრივიშვილი: გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი
18:39 16.06.2026 (განახლებულია: 18:51 16.06.2026) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ანაკლიის პორტში მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ჩვენი მიზანიან, რომ პირველი გემი 2029 წელს მივიღოთ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. 2029 წლისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის დასრულება აბსოლუტურად რეალურია, დასძინა მან.
„ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო თუ საგზაო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის დროული ამოქმედება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს ევროპასა და აზიას შორის გაზრდილი ტვირთების მთავარი გამტარი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ხორციელდება დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა - ანაკლიაში ზღვის ფსკერი 17,5 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.