https://sputnik-georgia.com/20260616/prokuraturam-1-piri-daakava-299179645.html
სექსუალური იძულება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა: დაკავებულია ერთი პირი
სექსუალური იძულება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T20:23+0400
2026-06-16T20:23+0400
2026-06-16T20:23+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_6c42e6e688ebcb2bc6b253013bde2f83.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისa და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, დასაქმების გვერდებზე სისტემატურად საჯაროდ ათავსებდა სარეკლამო შეთავაზებებს, თითქოს მოდელებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად ეძებდა. აღნიშნული გზით, იგი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს სექსუალური ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა.მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_b16b503de07e4786896a15ddbe132407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სექსუალური იძულება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა: დაკავებულია ერთი პირი
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისa და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, დასაქმების გვერდებზე სისტემატურად საჯაროდ ათავსებდა სარეკლამო შეთავაზებებს, თითქოს მოდელებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად ეძებდა.
აღნიშნული გზით, იგი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს სექსუალური ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.