სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტ „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ორმა მათგანმა კი მანამდე, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ამჟამად დაკავებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0