https://sputnik-georgia.com/20260616/mtkvarshi-mzgolis-cxedari-ipoves-299165038.html
ორკვირიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მძღოლის ცხედარი მტკვარში იპოვეს
ორკვირიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მძღოლის ცხედარი მტკვარში იპოვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს, ამის... 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T11:45+0400
2026-06-16T11:45+0400
2026-06-16T11:45+0400
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23921/00/239210078_0:190:3134:1953_1920x0_80_0_0_adf877dc3703734b60d51969eee918b9.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა.„14 დღის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს“, — ნათქვამია განცხადებაში.ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23921/00/239210078_139:0:2995:2142_1920x0_80_0_0_baba155d3b537423ee6ae5bf419dc35d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა.
„14 დღის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.
ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.