https://sputnik-georgia.com/20260616/fuladi-gzavnilebi-statistika-ganaxlda-299162998.html
ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა
ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T10:53+0400
2026-06-16T10:53+0400
2026-06-16T10:53+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2%-ით გაიზარდა და 1 556,5 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.2026 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 198,4 მლნ დოლარი შეადგინა - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,7%-ია, რაც 10,9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.მაისში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა გაიზარდამაისში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა 7,1%-ით გაიზარდა 2025 წლის მაისთან შედარებით და 339,9 მლნ დოლარი შეადგინა.მაისში რუსეთიდან 48,6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 14,3%-ს შეადგენს - ეს 11,4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიმაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-ით მეტია.2026 წლის ხუთ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 173,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,5%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2%-ით გაიზარდა და 1 556,5 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის იანვარი-მაისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 289,5 | 10,2 |
იტალია | 270,7 | 12,3 |
რუსეთი | 198,4 | 10,9 |
გერმანია | 135,5 | 16,7 |
ისრაელი | 133,5 | 19,8 |
2026 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 198,4 მლნ დოლარი შეადგინა - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,7%-ია, რაც 10,9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მაისში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა გაიზარდა
მაისში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა 7,1%-ით გაიზარდა 2025 წლის მაისთან შედარებით და 339,9 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის მაისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 63,9 | 8,1 |
იტალია | 55,9 | 5,8 |
რუსეთი | 48,6 | 11,4 |
გერმანია | 30,1 | 10,3 |
ისრაელი | 29,3 | 22,7 |
მაისში რუსეთიდან 48,6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 14,3%-ს შეადგენს - ეს 11,4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-ით მეტია.
2026 წლის ხუთ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 173,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,5%-ით მეტია.