https://sputnik-georgia.com/20260616/davit-perazeze-zebna-gamocxadda-299172759.html
კორუფცია რკინიგზაში: დაკავებულია 5 პირი, ყოფილ გენერალურ დირექტორზე კი ძებნა გამოცხადდა
კორუფცია რკინიგზაში: დაკავებულია 5 პირი, ყოფილ გენერალურ დირექტორზე კი ძებნა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა. 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T15:16+0400
2026-06-16T15:16+0400
2026-06-16T15:19+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_0:46:1100:665_1920x0_80_0_0_8a9008b374cc5e98ea0a7ff61aee4bb3.jpg
ათბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენდირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა, შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.უწყების ცნობით, 8 პირიდან ორზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.საქმე ეხება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, კომპანიაში მათი მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ შექმნა სტრუქტურირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ჯგუფის მიზანი იყო რკინიგზის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების (შავი ლითონის) მოტყუებით დაუფლება. მათ უზრუნველყვეს შავი ლითონის ფარული ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მისი პირვანდელი ზუსტი ოდენობის დადგენა.დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ლითონისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ჯგუფი იყენებდა წინასწარ შერჩეულ ფიქტიურ კომპანიებს (მათ შორის: შპს „კახეთი“, შპს „ნოვა ტრანსი“, შპს „ჯადექსა“ და სხვა). ამ საწარმოების სახელით დგებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რის შემდეგაც ხდებოდა საქონლის რეალიზაცია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდის“ შორის გაფორმდა 999. 768 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას ,,რაველდის“დირექტორმა „საქართველოს რკინიგზის“ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, ,,რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად ,,რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403.844 ლარი.აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.ცნობისთვის, დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_77:0:1024:710_1920x0_80_0_0_b17d6740e86d3b5358f1f049f30143ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
კორუფცია რკინიგზაში: დაკავებულია 5 პირი, ყოფილ გენერალურ დირექტორზე კი ძებნა გამოცხადდა
15:16 16.06.2026 (განახლებულია: 15:19 16.06.2026) დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.
ათბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენდირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა, შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
უწყების ცნობით, 8 პირიდან ორზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
საქმე ეხება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, კომპანიაში მათი მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ შექმნა სტრუქტურირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ჯგუფის მიზანი იყო რკინიგზის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების (შავი ლითონის) მოტყუებით დაუფლება. მათ უზრუნველყვეს შავი ლითონის ფარული ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მისი პირვანდელი ზუსტი ოდენობის დადგენა.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ლითონისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ჯგუფი იყენებდა წინასწარ შერჩეულ ფიქტიურ კომპანიებს (მათ შორის: შპს „კახეთი“, შპს „ნოვა ტრანსი“, შპს „ჯადექსა“ და სხვა). ამ საწარმოების სახელით დგებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რის შემდეგაც ხდებოდა საქონლის რეალიზაცია.
„ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 .120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17.391,121 ლარად შეისყიდა შპს ,,ჯეოსთილმა“. შპს ,,ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ,,ნოვა ტრანსისა“ და შპს ,,ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდის“ შორის გაფორმდა 999. 768 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას ,,რაველდის“დირექტორმა „საქართველოს რკინიგზის“ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, ,,რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად ,,რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403.844 ლარი.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.
ცნობისთვის, დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.