https://sputnik-georgia.com/20260615/zguderis-tazris-nangrevebze-axali-eklesiis-mshenebloba-tardeba-299144765.html
უნებართვო მშენებლობა ზღუდერის ტაძარზე: სააგენტო კანონით განსაზღვრულ მკაცრ ზომებს მიმართავს
უნებართვო მშენებლობა ზღუდერის ტაძარზე: სააგენტო კანონით განსაზღვრულ მკაცრ ზომებს მიმართავს
Sputnik საქართველო
სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება. 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T12:51+0400
2026-06-15T12:51+0400
2026-06-15T12:51+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/31/248673129_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_c9ea7f2ff8c18b32762013bbdf2516e5.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ქარელში, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით რუის-ურბნისის ეპარქიას უკვე მიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 14 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – წმინდა გიორგის ეკლესია გაანადგურეს. სპეციალისტების შეფასებით, მე-5 საუკუნით დათარიღებული ისტორიული ძეგლი, ფაქტობრივად, საძირკვლამდე დაშალეს, მის ადგილას კი ურბნისისა და რუისის ეპარქია ბლოკით ახალ ეკლესიას აშენებს. სააგენტოს განცხადებით, უწყებამ სოფელ ზღუდერში წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი 2025 წელს გამოავლინა, რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ რუის-ურბნისის ეპარქიას. უწყების ცნობით, ვითარების თაობაზე ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს. სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება. ხელოვნების ისტორიკოსები და არქეოლოგები მომხდარს ვანდალურ აქტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ძველი ძეგლი დღეს უკვე აღარ არსებობს და ამიერიდან მასზე მსჯელობა მხოლოდ საარქივო მასალითაა შესაძლებელი, ძეგლის განადგურებით მოისპო პირველხარისხოვანი ისტორიული ინფორმაცია: ზღუდერის ადმინისტრაციულ ერთეულში ქარელის მერის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ წმინდა გიორგი ეკლესია გასული წლის შემოდგომაზე ურბნისისა და რუისის ეპარქიის წარმომადგენლებმა დაშალეს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია კომპლექსური ძეგლი იყო, რომლის ფენები მე-4-დან მე-18 საუკუნემდე პერიოდს მოიცავდა. ძეგლი იყო დარბაზული ტიპის და ნაგები იყო რიყისა და ქვიშაქვის შერეული წყობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/31/248673129_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_078fefabca8c6ae739ab7520aef0e5fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
უნებართვო მშენებლობა ზღუდერის ტაძარზე: სააგენტო კანონით განსაზღვრულ მკაცრ ზომებს მიმართავს
სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ქარელში, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით რუის-ურბნისის ეპარქიას უკვე მიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – წმინდა გიორგის ეკლესია გაანადგურეს. სპეციალისტების შეფასებით, მე-5 საუკუნით დათარიღებული ისტორიული ძეგლი, ფაქტობრივად, საძირკვლამდე დაშალეს, მის ადგილას კი ურბნისისა და რუისის ეპარქია ბლოკით ახალ ეკლესიას აშენებს.
სააგენტოს განცხადებით, უწყებამ სოფელ ზღუდერში წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი 2025 წელს გამოავლინა, რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ რუის-ურბნისის ეპარქიას. უწყების ცნობით, ვითარების თაობაზე ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება.
ხელოვნების ისტორიკოსები და არქეოლოგები მომხდარს ვანდალურ აქტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ძველი ძეგლი დღეს უკვე აღარ არსებობს და ამიერიდან მასზე მსჯელობა მხოლოდ საარქივო მასალითაა შესაძლებელი, ძეგლის განადგურებით მოისპო პირველხარისხოვანი ისტორიული ინფორმაცია:
ზღუდერის ადმინისტრაციულ ერთეულში ქარელის მერის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ წმინდა გიორგი ეკლესია გასული წლის შემოდგომაზე ურბნისისა და რუისის ეპარქიის წარმომადგენლებმა დაშალეს.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია კომპლექსური ძეგლი იყო, რომლის ფენები მე-4-დან მე-18 საუკუნემდე პერიოდს მოიცავდა. ძეგლი იყო დარბაზული ტიპის და ნაგები იყო რიყისა და ქვიშაქვის შერეული წყობით.