ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქამარი ამერიკელს დარჩა

ილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-iს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ვაშინგტონში UFC Freedom 250-ის ფარგლებში გამართულ მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია ამერიკელ ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.
თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს - დღეს გამართულ ტურნირზე სულ 7 ბრძოლა გაიმართა.
UFC-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ი9ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0