მკვლელობა თბილისში: დაჭრილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-7 სართულიდან გადმოაგდეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
შემთხვევა 15 ივნისის ღამით ქურდიანის ქუჩაზე მოხდა - 35 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს. იგი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების განცხადებით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. გვიან ღამით კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ ხმამაღალი ჩხუბისა და დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგონეს.
დაპირისპირების დროს დაიჭრა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ, რათა ზუსტად დადგინდეს კონფლიქტის მოტივი და უშუალოდ ვინ გადააგდო მამაკაცი აივნიდან.
ყველა ახალი ამბავი
0