დაკავებულ ტანკერ SMYRTOS-ზე 3 ქართველია: საზღვაო სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო

© Fotolia/ lphotoტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
უწყება აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის სამსახურებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ინგლისის სრუტეში ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით განხორციელებული სამართალდამცავი ღონისძიებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლა დაიწყო.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც სამი საქართველოს მოქალაქეა - ყველა მეზღვაური უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ის ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტომ გადაამოწმა საქართველოში მოქმედი და აღიარებული საკრუინგო და მეზღვაურთა დასაქმების კომპანიების მონაცემები. ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში. შესაბამისად მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს აღიარებული საკრუინგო კომპანიების მონიტორინგს და უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის აღიარების შეჩერება ან გაუქმება, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
უწყება აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის სამსახურებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სანქციების შესრულების, პასუხისმგებლიანი საზღვაო მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0