სამხედრო პოლიცია 21 წლისაა

© FB/министерство обороны Грузииსამხედრო პოლიციის დღე
სამხედრო პოლიციის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პროფესიული დღე სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის მნიშვნელოვან ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო პოლიციელებს წარმატებები უსურვა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სამხედრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ.
იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციელები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი შეიქმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სამხედრო პოლიციის, როგორც ინსტიტუციის შემდგომ განვითარებას.
2008 წლის აგვისტოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. 2009 წლიდან სამხედრო პოლიცია ქართული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთო.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, წარმატებით უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დისციპლინას. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში.
ყველა ახალი ამბავი
0