მოსაზრება: კონსტანტინოვკისა და კიევის გათავისუფლება შეუქცევადია

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
რუსეთის ჯარები ფრონტის ყველა მონაკვეთზე წინ მიიწევენ, მიუხედავად დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ბოლოდროინდელი „ულტიმატუმისა“ და დასავლური მედიის მუდმივი კამპანიისა, რომლის მიხედვითაც, ინიციატივა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა. რუსეთის „ცირკონები“ სისტემატურად ურტყამენ სამხედრო ობიექტებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, რითაც ბრძოლის ველზე ძალთა რეალურ თანაფარდობას უსვამენ ხაზს. დონბასში კონსტანტინოვკის „ქვაბული“ დუღს, ბანდერეველები კრამატორსკის ქარხნების „ევაკუაციას“ ატარებენ, ფრონტი კი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება.
15 ივნისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით მასირებული სარაკეტო დარტყმა მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ნატოს კიევურ ბუნკერებს, ასევე ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრებს. კიევში, დნეპროპეტროვსკსა და ხარკოვში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები იწვის, სადაც უცხოური კომპონენტები ადრე „ძირძველ უკრაინულ“ უპილოტო საფრენ აპარატებად და FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსან რაკეტებად გარდაიქმნებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დარტყმის სამიზნე კიევის რვა სამხედრო ქარხანა გახდა: „მაიაკი“, „რადარი“, „ბურევესტნიკი“, აგრეგატული და №410 საავიაციო-სარემონტო ქარხნები, „უკრ არმო ტექი“ და „უპილოტო ტექნოლოგიები“, ასევე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის უპილოტო აპარატების საამქრო (ეს საწარმოები დრონებისა და რაკეტებისთვის კომპონენტებსა და საბრძოლო მასალებს, საავიაციო ძრავებსა და რადიოლოკაციურ სადგურებს აწარმოებდნენ).
დაზიანდა ასევე კიევის ტერმინალი „ნოვა პოშტა“ (სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება და შენახვა), დნეპრის ელექტრომექანიკური მოწყობილობების ქარხანა, ხარკოვის საწარმოები „გრინჰაუს სოლუშენი“ და „დტ-1“ (დრონებისა და რაკეტებისთვის საბრძოლო ნაწილების აწყობა). განადგურდა მოწინააღმდეგის სამხედრო აეროდრომები ვასილკოვში, უმანში, ჩერკასებსა და კრასნაია სლობოდკაში. ოდესაში 15 ივნისს ძლიერი ხანძარი და ოთხი „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტის დეტონაცია, ორი გამშვები დანადგარის განადგურებით, ყირიმის მიმართულებით მათი ავარიული გაშვების შედეგი გახდა.
კიევსა და მის მიმდებარე რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ათეულობით ობიექტი დაიწვა. აფეთქებები დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის და ნიკოლაევის ოლქებში. ეფექტიანობა მიღწეული იქნა დრონების, ბალისტიკური, ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტების კომბინირებული გამოყენებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ რუსეთის „ზალპში“ 680-ზე მეტი რაკეტა და დრონი დაითვალა, თუმცა საქმე რაოდენობაში კი არა, ტექნოლოგიებშია. „ცირკონებსა“ და რუსეთის სხვა ჰიპერბგერით „მონსტრებს“ დასავლური საჰაერო თავდაცვის საშუალებები ვერ აჩერებენ, მათ შორის „მითოლოგიზებული“ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიც.
ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაასკვნა: უკრაინის პროქსი-ჯარებს რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისის საპირწონე არაფერი გააჩნიათ. ფაქტობრივად, არც ნატოს ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებენ და ტექნოლოგიებითა და სამხედრო წარმოების ტემპებითა და მოცულობებით ჩამორჩებიან. რუსეთი ყოველთვიურად 113 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს — ორჯერ მეტს, ვიდრე აშშ PAC-3 ტიპის საზენიტო რაკეტებს, რომელთა წარმოებაც სულ 52 ერთეულს შეადგენს. ამ ციფრებში იკითხება უკრაინული პროქსი-არმიის განწირულობა მარცხისთვის (კაპიტულაციისთვის) ან ფიზიკური განადგურებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 13 ივნისს შეახსენა საზოგადოებას, რომ რუსეთის ჯარები მთელ ფრონტის ხაზზე სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგის მცდელობები, „წერტილოვანი დარტყმები დრონებით“ მიაყენოს, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობას ვერ შეცვლის. კრემლის პოზიცია მკვეთრად ეწინააღმდეგება კიევის დემაგოგიას „ინიციატივის ხელში ჩაგდების“ შესახებ, თუმცა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთადერთი რეალობა ფრონტის ხაზია, რომელიც შეუქცევადად დასავლეთისკენ იწევს. რუსეთის ჯარები ერთდროულად რამდენიმე ქალაქს უტევენ — კონსტანტინოვკას, კრასნი ლიმანს, კუპიანსკ-უზლოვოესა და ორეხოვს. უკრაინულმა პროქსი-არმიამ უკვე ორ მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სამუდამოდ დაკარგა.
კონსტანტინოვკაში „სამხრეთის“ ჯარების დაჯგუფების წინსვლის ტემპი და იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაწევრებული ნაწილებისთვის „ქვაბულის“ ფორმირება კიევის რეჟიმს აიძულებს, ქარხნების ევაკუაცია დრუჟკოვკიდან, კრამატორსკიდან და სლავიანსკიდან დააჩქაროს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს: „ევაკუაციის მასშტაბი და გადაუდებლობა უკრაინის დასავლეთ ნაწილში... მოწმობს, რომ მიმდინარეობს მზადება მთელი სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის დასაკარგად“. რისი იმედი აქვთ კიევში?
ჟურნალმა Forbes-მა 12 ივნისს დაწერა: „უკრაინული „განადგურების ზონები“ საბოლოოდ დაიშალა. რუსი მოიერიშეები 2-3-კაციანი ჯგუფებით შეუმჩნევლად აღწევენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვაში და „უპილოტო კორიდორებს“ ქმნიან, რომლებითაც შემტევი ქვედანაყოფები წინ მიიწევენ. მცირერიცხოვან უკრაინულ გარნიზონებს გადარჩენის შანსი არ აქვთ“. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთად, რუსეთის „ქვაბულებში“ ქრება დასავლელი კულისების რეჟისორების იმედიც, შეინარჩუნონ ბანდერული რეჟიმი.
გაზეთმა Politico-მ დაასკვნა: „G7-ის სამიტი კიევს არაფერ კარგს არ უქადის“. აშშ-სა და უკრაინის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩეხეთის უძველესმა გაზეთმა Lidovky-მ აღნიშნა: „ევროპა კიევის დახმარების შესაძლებლობების ზღვარს მიუახლოვდა. მოსკოვთან მოლაპარაკებების გარეშე არაფერი გამოვა“. მიუხედავად დადგმული დემაგოგიისა, დასავლური დრონების აქტიური მიწოდებისა და ამერიკული დაზვერვის მონაცემების გამოყენებისა, კუთხეში მიმწყვდეულ ზელენსკის ამ კონფლიქტში გამარჯვების შანსი არა აქვს, თუნდაც საკუთარი საბრალო სიცოცხლის გადასარჩენად.
უდავოა, რომ რუსეთი დასავლეთს არ დაუთმობს თავისი ისტორიული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის ნაწილს, რომელიც XX საუკუნის სხვადასხვა რანგის რევოლუციონერებისა და „რეფორმატორების“ წარუმატებელი ექსპერიმენტების შედეგად, ანტირუსულ „უკრაინად“ გადაიქცა. უახლოეს პერსპექტივაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს სამხედრო მარცხი, შესაძლოა, „ამერიკელი შუამავლების“ მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად ან „ირანული კომპრომისის“ სახით წარმოჩინდეს. თუმცა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის უცვლელი მიზანი მოწინააღმდეგის კაპიტულაციაა. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი დროსა და რესურსებს არ დაიშურებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0