https://sputnik-georgia.com/20260615/rogoria-topurias-janmtelobis-mdgomareoba-299151342.html
როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
დღეს, თეთრ სახლში გამართულ საიუბილეო ტურნირზე UFC Freedom 250 თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა, 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T14:27+0400
2026-06-15T14:27+0400
2026-06-15T14:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0f/299142007_0:131:1092:745_1920x0_80_0_0_f04aeea258530c3317ab6b0a2a022aa8.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ ილია თოფურია ვაშინგტონის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ნათქვამია MMA-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.დღეს, თეთრ სახლში გამართულ საიუბილეო ტურნირზე UFC Freedom 250 თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც UFC-ის სტანდარტული სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, ის „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.ტურნირის შემდგომ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა:მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორთაბრძოლის განმავლობაში ილიამ ორივე თვალის არეში სერიოზული დაზიანება და შეშუპება მიიღო, რის გამოც მესამე რაუნდის შემდეგ ბრძოლის შეწყვეტის საკითხიც კი განიხილებოდა. მეოთხე რაუნდის ბოლოს კი თოფურიამ კორპუსში (მუცლის/ნეკნების არეში) მძიმე მუხლის დარტყმა გამოტოვა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო თოფურიას მხარემ (მწვრთნელებმა) ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს - დღეს გამართულ ტურნირზე სულ 7 ბრძოლა გაიმართა.UFC-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ი9ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0f/299142007_0:29:1092:848_1920x0_80_0_0_0a351ce9b451e2a5abf20c13d93a444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
დღეს, თეთრ სახლში გამართულ საიუბილეო ტურნირზე UFC Freedom 250 თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა,
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ ილია თოფურია ვაშინგტონის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ნათქვამია MMA-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ
ინფორმაციაში.
დღეს, თეთრ სახლში გამართულ საიუბილეო ტურნირზე UFC Freedom 250 თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც UFC-ის სტანდარტული სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, ის „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.
ტურნირის შემდგომ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა:
„გეიჯის (გამარჯვების შემდეგ) ხელიც არ ჰქონდა აწეული, ილია ოქტაგონიდან რომ გამოვიყვანეთ და პირდაპირ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ილია საავადმყოფოშია. ბევრი დაზიანება მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა, ამას ვვარაუდობ. [ილია] ახლა სახლში უნდა დაბრუნდეს და იმდენი დრო აიღოს დასასვენებლად, რამდენიც სჭირდება. დღევანდელი საღამო მძიმე იყო. ერთადერთი, რაც მინდა, არის ის რომ ჯანმრთელად იყოს... მის შემდეგ ბრძოლაზე ჯერ არც კი ვფიქრობ. მინდა, სახლში დაბრუნდეს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს", - განაცხადა უაითმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორთაბრძოლის განმავლობაში ილიამ ორივე თვალის არეში სერიოზული დაზიანება და შეშუპება მიიღო, რის გამოც მესამე რაუნდის შემდეგ ბრძოლის შეწყვეტის საკითხიც კი განიხილებოდა. მეოთხე რაუნდის ბოლოს კი თოფურიამ კორპუსში (მუცლის/ნეკნების არეში) მძიმე მუხლის დარტყმა გამოტოვა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო თოფურიას მხარემ (მწვრთნელებმა) ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს - დღეს გამართულ ტურნირზე სულ 7 ბრძოლა გაიმართა.
UFC-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ი9ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.