როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდები საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 18 ივნისს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ნავარაუდევია ნალექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 29-31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 16-17 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16-17 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 29-31 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16-17 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 16-17 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0