მაისში გარემოს დაბინძურების 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში პერიოდში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2026 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილი გარემოს დაბინძურების ფაქტების სტატისტიკა ასეთია:
123 - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
42 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება;
41 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა;
21 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება;
9 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება;
70 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა;
15- სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
321 კი - სხვა დარღვევა.
ყველაზე მეტი - 167 დარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 136 - ქვემო ქართლში, 67 - შიდა ქართლში, 53 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 45 - იმერეთში, 45 - მცხეთა-მთიანეთში, 41 - აჭარაში, 18 - სამცხე-ჯავახეთში, 2 კი - გურიაში.
დარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის მაისში თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 68 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
ყველა ახალი ამბავი
0