https://sputnik-georgia.com/20260615/kobaxidze-miesalmeba-irans-da-ashsh-shoris-shetanxmebas-299157410.html
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას
Sputnik საქართველო
პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას. 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T19:00+0400
2026-06-15T19:00+0400
2026-06-15T19:00+0400
საქართველო
აშშ
ირანი
ისრაელი-ჰამასის ომი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/04/298432150_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_55bc4d2a588b7b0fd1202ab658409b64.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველო მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, დაწერა პლატფორმა X-ზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.აშშ-სა და ირანს შორის შუამავალმა პაკისტანმა დღეს, 15 ივნისს განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მიღწეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარემ გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას.„ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას“, – დაწერა კობახიძემ.შეთანხმების პროექტის თანახმად, აშშ იღებს ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში და პატივი სცეს ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს.პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა მხარეებს შორის მემორანდუმის ხელმოწერიდან მხოლოდ 30 დღის განმავლობაში მოხდება.მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.
საქართველო
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/04/298432150_104:0:1997:1420_1920x0_80_0_0_c1ffc46dafcd1dab65418cd3e0e5838d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ირანი , ისრაელი-ჰამასის ომი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , ირანი , ისრაელი-ჰამასის ომი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას
პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველო მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, დაწერა პლატფორმა X-ზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-სა და ირანს შორის შუამავალმა პაკისტანმა დღეს, 15 ივნისს განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მიღწეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარემ გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.
„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას", - დაწერა კობახიძემ.
პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას.
„ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას“, – დაწერა კობახიძემ.
შეთანხმების პროექტის თანახმად, აშშ იღებს ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში და პატივი სცეს ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს.
პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა მხარეებს შორის მემორანდუმის ხელმოწერიდან მხოლოდ 30 დღის განმავლობაში მოხდება.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.