ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება - განრიგი

© National Center for Examinationsაბიტური3ენტები
აბიტური3ენტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
გამოცდების დეტალური განრიგი:
ქართული ენა და ლიტერატურა
2 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
ოსური ენა
2 ივლისი (პირველი სესია);
უცხოური ენა
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) – ფრანგული ენა.
მათემატიკა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
ისტორია
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
14 ივლისი (პირველი სესია);
ქიმია
14 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
15 ივლისი (პირველი სესია);
ბიოლოგია
16 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები
სომხურ ენაზე – 17 ივლისი (პირველი სესია);
აზერბაიჯანულ ენაზე - 17 ივლისი (პირველი სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
17 ივლისი (პირველი სესია);
გეოგრაფია
20 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა
21 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
22 ივლისი (პირველი სესია).
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0