კონტრაბანდა „წითელ ხიდზე“: სატვირთოდან 2,4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სიგარეტი ამოიღეს

© courtesy of Investigative Service of the Ministry of Financeკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
400 ათას კოლოფზე მეტი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი ტრაილერში ჩაწყობილი ლითონის კარებში იყი დამალული.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთოს ჩეხეთის რესპუბლიკაში გასაგზავნად 290 ცალი ლითონის კარი გადაჰქონდა.
მებაჟე-ოფიცრებმა, რისკების ანალიზის საფუძველზე, სატვირთო მანქანა დეტალური დათვალიერებისთვის შეაჩერეს და ერთ-ერთი ლითონის კარის შიგთავსის გახსნისას მასში მალულად განთავსებული 1.496 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
„ტვირთის მთლიანი დათვალიერებისას, საერთო ჯამში ამოღებულია 433.840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ - ,,Menthol Queen”, ასევე ,,NZ“ და ,,MINSK”., -აღნიშულია ინფორმაციაში.
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2.429,504 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0