https://sputnik-georgia.com/20260615/analitikosebi-ekonomikis-zrdas-prognozireben-299140721.html
ანალიტიკოსები: ექსპორტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა
ანალიტიკოსები: ექსპორტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა
Sputnik საქართველო
TBC Capital-ის პროგნოზით, მიუხედავად აპრილში დაფიქსირებული უმნიშვნელო კლებისა, მაისის თვის მონაცემები — კერძოდ, რეზიდენტებისა და არარეზიდენტების უნაღდო... 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T11:29+0400
2026-06-15T11:29+0400
2026-06-15T11:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042393_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_94bf74f33ea89f245fd8a3c65daa32c4.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. წინა წლებისგან განსხვავებით, ექსპორტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა, ნათქვამია TBC Capital-ის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა და 8,1 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტი 21,1%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს - 2.439,9 მლნ დოლარს მიაღწია, ამასთან აპრილში ექსპორტი 16,1%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ თვიურ მოცულობას - 716,3 მლნ დოლარს მიაღწია.ანალიტიკოსებმა მოიყვანეს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ექსპორტი ამჟამად ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.TBC Capital-ის ინფორმაციით, პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში წარმოების მოცულობა 12,4%-ით გაიზარდა.გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი იყო, წელს ყველაზე დიდი წვლილი მრეწველობის სექტორს მიუძღვის (5,1 პროცენტული პუნქტი, ანუ მთლიანი ზრდის 41%), შემდეგ მოდის ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორები (თითოეული 1,7 პროცენტული პუნქტით).გარდა ამისა, სამრეწველო წარმოების ზრდამ იანვარ-მარტში წინა წელთან შედარებით 20,7% შეადგინა. აქედან ნახევარზე მეტი — 10,6 პროცენტული პუნქტი — ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდიოდა, რომლის მოცულობაც 2025 წლის პირველ კვარტალში არსებული 37,5 მლნ ლარიდან 574,4 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება.ამასთან, ძირითადი ლითონების (ძირითადად ფეროშენადნობების) წარმოება წლიურ ჭრილში 51,1%-ით გაიზარდა, ხოლო ლითონის მადნების (ძირითადად ოქროსა და, შესაძლოა, სპილენძის) მოპოვება — 62,6%-ით.ჯამში, ამ სამმა კატეგორიამ სამრეწველო წარმოების ზრდის 87% შეადგინა.„საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 6,2% შეადგინა (პირველ კვარტალში - საშუალოდ 9,1%). ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.„ზრდა აპრილში ოდნავ დაბალი აღმოჩნდა TBC Capital-ის საბაზისო სცენარზე, რომელიც 2026 წლისთვის 7,4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. თუმცა, მაისის უახლესი მონაცემები შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც არარეზიდენტების, ისე რეზიდენტების უნაღდო ხარჯები“, — ნათქვამია მიმოხილვაში.ამ ტენდენციის შესაბამისად, ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ მაისის მეორე ნახევრიდან გაიზარდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში რეისების რაოდენობაც და მაჩვენებელი 2025 წლის დონეს მიუახლოვდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაისში ეკონომიკური ზრდის ტემპები აპრილთან შედარებით დაჩქარდება.2026 წლის აპრილში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,2% შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 8,3%-ის ნიშნულზე დადგინდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042393_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_613b81873e80660ccdc7644d10acf89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
ანალიტიკოსები: ექსპორტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა
TBC Capital-ის პროგნოზით, მიუხედავად აპრილში დაფიქსირებული უმნიშვნელო კლებისა, მაისის თვის მონაცემები — კერძოდ, რეზიდენტებისა და არარეზიდენტების უნაღდო ხარჯების მკვეთრი მატება — ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვან აჩქარებაზე მიუთითებს
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. წინა წლებისგან განსხვავებით, ექსპორტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა, ნათქვამია TBC Capital-ის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა და 8,1 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტი 21,1%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს - 2.439,9 მლნ დოლარს მიაღწია, ამასთან აპრილში ექსპორტი 16,1%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ თვიურ მოცულობას - 716,3 მლნ დოლარს მიაღწია.
ანალიტიკოსებმა მოიყვანეს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ექსპორტი ამჟამად ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
TBC Capital-ის ინფორმაციით, პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში წარმოების მოცულობა 12,4%-ით გაიზარდა.
გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი იყო, წელს ყველაზე დიდი წვლილი მრეწველობის სექტორს მიუძღვის (5,1 პროცენტული პუნქტი, ანუ მთლიანი ზრდის 41%), შემდეგ მოდის ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორები (თითოეული 1,7 პროცენტული პუნქტით).
გარდა ამისა, სამრეწველო წარმოების ზრდამ იანვარ-მარტში წინა წელთან შედარებით 20,7% შეადგინა. აქედან ნახევარზე მეტი — 10,6 პროცენტული პუნქტი — ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდიოდა, რომლის მოცულობაც 2025 წლის პირველ კვარტალში არსებული 37,5 მლნ ლარიდან 574,4 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება.
ამასთან, ძირითადი ლითონების (ძირითადად ფეროშენადნობების) წარმოება წლიურ ჭრილში 51,1%-ით გაიზარდა, ხოლო ლითონის მადნების (ძირითადად ოქროსა და, შესაძლოა, სპილენძის) მოპოვება — 62,6%-ით.
ჯამში, ამ სამმა კატეგორიამ სამრეწველო წარმოების ზრდის 87% შეადგინა.
„საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 6,2% შეადგინა (პირველ კვარტალში - საშუალოდ 9,1%). ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
„ზრდა აპრილში ოდნავ დაბალი აღმოჩნდა TBC Capital-ის საბაზისო სცენარზე, რომელიც 2026 წლისთვის 7,4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. თუმცა, მაისის უახლესი მონაცემები შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც არარეზიდენტების, ისე რეზიდენტების უნაღდო ხარჯები“, — ნათქვამია მიმოხილვაში.
ამ ტენდენციის შესაბამისად, ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ მაისის მეორე ნახევრიდან გაიზარდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში რეისების რაოდენობაც და მაჩვენებელი 2025 წლის დონეს მიუახლოვდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაისში ეკონომიკური ზრდის ტემპები აპრილთან შედარებით დაჩქარდება.
2026 წლის აპრილში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,2% შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 8,3%-ის ნიშნულზე დადგინდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.