უმაღლეს სასწავლებლებში უცხო ენაზე სწავლა: რას სთავაზობენ ახალგაზრდებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
რუსულენოვანი პროგრამების არჩევანი უნივერსიტეტებში ძალზე შეზღუდულია – რუსული ფილოლოგია, არქიტექტურა, მედიცინა, კავკასიათმცოდნეობა, ჟურნალისტიკა, ინფორმატიკა და სტომატოლოგია.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტებში რუსულ ენაზე სწავლის შესაძლებლობას მხოლოდ 125, ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობას ki 3523 აპლიკანტი მიიღებს. პროგრამის დეტალები გამოქვეყნებულია „აბიტურიენტის გზამკვლევში“.
საქართველოში უცხო ენაზე სწავლისთვის სტუდენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სამი საგანი უნდა ჩააბარონ: ქართული ენა ქართული სკოლის სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხო ენა და მესამე საგანი უნივერსიტეტის შეხედულებისამებრ - ყველა გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, როგორც ტესტი, საქართველოს საჯარო სკოლის სასწავლო გეგმის შესაბამისად.
რუსულენოვან პროგრამაზე ჩასარიცხად, ქართული ენის გამოცდის ჩაბარებისას საჭიროა სწორი პასუხების არანაკლებ 40%-ის გაცემა, ხოლო იმავე გამოცდაზე ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ჩასარიცხად საჭიროა სწორი პასუხების არანაკლებ 25%-ის გაცემა. ამასთან, ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ჩაბარებისას უცხო ენის გამოცდის შედეგებისადმი მოთხოვნები ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე რუსულენოვანზე
საქართველოს უნივერსიტეტებში რუსულენოვანი პროგრამების საერთო რაოდენობიდან, უფასოდ სწავლის შესაძლებლობას მიიღებს მხოლოდ ის 115 აბიტურიენტი, რომლებიც გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რუსულენოვან პროგრამებზე, სადაც ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით არის შესაძლებელი, ფასიანი ადგილების საერთო რაოდენობა სულ 10-ია. სტომატოლოგიის რუსულენოვანი პროგრამა, რომლის საფასურიც წელიწადში 3,5 ათას ლარს შეადგენს, მხოლოდ ერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელში (თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში) არსებობს.
რუსულენოვანი პროგრამების არჩევანი უნივერსიტეტებში ძალზე შეზღუდულია – რუსული ფილოლოგია, არქიტექტურა, მედიცინა, კავკასიათმცოდნეობა, ჟურნალისტიკა, ინფორმატიკა და სტომატოლოგია.
რაც შეეხება ინგლისურ ენაზე სწავლებას, სახელმწიფო დააფინანსებსგანათლების უნგლისურ ენაზე მიღების მსურველ 650 სტუდენტს. ფასიანი ადგილების რაოდენობა ინგლისურენოვანი განათლების მიღების მსურველთათვის შეადგენს 2.873-ს. სწავლის საფასური წელიწადში 3 ათასიდან 21 ათას ლარამდეა, უმაღლესი სასწავლებლისა და ფაკულტეტის მიხედვით.
ამასთან, უმაღლესი სასწავლებლები აბიტურიენტებს სთავაზობენ უამრავ პროგრამას, მათ შორის ეკონომიკის, ბიზნესის, ხელოვნების, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ზუსტი მეცნიერებებისა და მედიცინის მიმართულებით.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ივნისის ბოლოდან დაიწყება, საბოლოო შედეგები კი აგვისტოში გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0