https://sputnik-georgia.com/20260614/ungreti-ukrainis-evrokavshirshi-gawevrianebaze-molaparakebebs-datanxmda-299136986.html
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა
Sputnik საქართველო
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ დათანხმდება და კიევის... 14.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-14T20:28+0400
2026-06-14T20:28+0400
2026-06-14T20:28+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი
უკრაინა
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298124950_0:320:3071:2047_1920x0_80_0_0_ff705aba4bc5e528980aeab288c86367.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას დათანხმდა, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა, რომელმაც სოციალურ ქსელში შესაბამისი შინაარსის ვიდეომიმართვა გაავრცელა.მისი ცნობით, მოლაპარაკებების პროცესი ორშაბათს, 15 ივნისს დაიწყება. მადიარის თქმით, უნგრეთის მთავრობამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესზე თანხმობა იმის გამო განაცხადა, რომ კიევმა და ბუდაპეშტმა შეძლეს ოფიციალური შეთანხმების გაფორმება იმიერკარპატების რეგიონში მცოვრები უნგრელების ყველა უფლების აღდგენის თაობაზე. ამასთან, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დაწყება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი თქმით, კიევს წინ გრძელი გზა ელის. მადიარმა მაგალითად ჩერნოგორია მოიყვანა - ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო, მაგრამ დღემდე გრძელდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მადიარის წინამორბედმა, ვიქტორ ორბანმა, მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში არავითარი პირობით არ შევიდოდა. ის, რომ ბუდაპეშტი უკრაინას ევროკავშირში არ შეუშვებდა და კიევს დაფინანსებას არ გამოუყოფდა, თუკი ორბანი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, ასევე ადასტურებდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით, გამარჯვება მოიპოვა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პროევროპულმა პარტია „ტისამ“, ოპოზიციის ლიდერ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, რომელმაც პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტი მიიღო.
უნგრეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298124950_150:0:2879:2047_1920x0_80_0_0_82d9a02af422a4e96bcd49a2970f3f26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, უკრაინა , ახალი ამბები, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, უკრაინა , ახალი ამბები, პოლიტიკა
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ დათანხმდება და კიევის დაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას დათანხმდა, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა, რომელმაც სოციალურ ქსელში შესაბამისი შინაარსის ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მისი ცნობით, მოლაპარაკებების პროცესი ორშაბათს, 15 ივნისს დაიწყება.
მადიარის თქმით, უნგრეთის მთავრობამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესზე თანხმობა იმის გამო განაცხადა, რომ კიევმა და ბუდაპეშტმა შეძლეს ოფიციალური შეთანხმების გაფორმება იმიერკარპატების რეგიონში მცოვრები უნგრელების ყველა უფლების აღდგენის თაობაზე.
„ვინაიდან უკრაინის მთავრობამ ოფიციალურად აიღო ვალდებულება შეასრულოს ისტორიული შეთანხმება, უნგრეთმა შეძლო დასთანხმებოდა ევროკავშირსა და უკრაინას შორის პირველი მოლაპარაკებების ბლოკის გახსნას ორშაბათს, 15 ივნისს“, – განაცხადა მადიარმა ვიდეომიმართვაში.
ამასთან, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დაწყება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი თქმით, კიევს წინ გრძელი გზა ელის.
მადიარმა მაგალითად ჩერნოგორია მოიყვანა - ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო, მაგრამ დღემდე გრძელდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მადიარის წინამორბედმა, ვიქტორ ორბანმა, მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში არავითარი პირობით არ შევიდოდა. ის, რომ ბუდაპეშტი უკრაინას ევროკავშირში არ შეუშვებდა და კიევს დაფინანსებას არ გამოუყოფდა, თუკი ორბანი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, ასევე ადასტურებდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით, გამარჯვება მოიპოვა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პროევროპულმა პარტია „ტისამ“, ოპოზიციის ლიდერ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, რომელმაც პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტი მიიღო.