თბილისის გოგირდის აბანოები: ცოცხალი ისტორია ქალაქის ცენტრში – ვიდეო

გამოწერა
თბილისის გოგირდის აბანოები აბანოთუბანში მდებარე ისტორიული კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და მოწყობილია ბუნებრივ ცხელ წყაროებზე, რომელიც დიდი რაოდენობით გოგირდს შეიცავს.
ეს აბანოები არა მხოლოდ რელაქსაციის საშუალებაა, არამედ ჯანმრთელობისა და კულტურის მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია თბილისის დაარსების ისტორიასთან.
ლეგენდის თანახმად, V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა ნადირობისას სამკურნალო წყაროები აღმოაჩინა. სწორედ ამ ადგილას მან დააარსა თბილისი - სწორედ ამ თბილმა წყაროებმა განაპირობა დედაქალაქის სახელწოდება.

აბანოების უმეტესობა მდებარეობს მიწის დონის ქვემოთ, ზედაპირზე კი მხოლოდ
აგურის გუმბათები და თაღები მოსჩანს. ყველაზე ცნობილია ჭრელი, იგივე ორბელიანის აბანო, რომელიც ცისფერი ჭიქურითაა მოპირკეთებული.
ყველა ახალი ამბავი
0