https://sputnik-georgia.com/20260614/saqartvelos-serbetis-prezidenti-ewveva-299138476.html
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა
Sputnik საქართველო
სერბი კოლეგა საქართველოში ყაველაშვილმა 2025 წლის დეკემბერში მისი სერბეთში ვიზიტის დროს მოიწვია. 14.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-14T21:28+0400
2026-06-14T21:28+0400
2026-06-14T21:28+0400
საქართველო
სერბეთი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/12/296253920_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c907c75fd90d2617627181dab63278f1.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 15 ივნისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში ყაველაშვილმა 2025 წლის დეკემბერში მისი სერბეთში ვიზიტის დროს მოიწვია.საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/12/296253920_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_ab89283bdef0684b52cbb8e4597ea94b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სერბეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სერბეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა
სერბი კოლეგა საქართველოში ყაველაშვილმა 2025 წლის დეკემბერში მისი სერბეთში ვიზიტის დროს მოიწვია.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 15 ივნისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში ყაველაშვილმა 2025 წლის დეკემბერში მისი სერბეთში ვიზიტის დროს მოიწვია.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.
ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.