2 მილიონი ვიზიტორი წელიწადში – საქართველოს მუზეუმების ახალი რეკორდი

© photo: Sputnik / Stringerეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
2025 წელს ვიზიტორების ყველაზე მაღალი რაოდენობა თბილისის, შიდა ქართლისა და აჭარის მუზეუმებში დაფიქსირდა
ТБИЛИСИ, 14 июн — Sputnik. 2025 წელს საქართველოს მუზეუმების ვიზიტორთა რაოდენობამ 2 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 4, 5%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ქვეყანაში სულ 261 მუზეუმი ფუნქციონირებს, საიდანაც 104 მემორიალური მუზეუმია, 74 – ისტორიული და მხარეთმცოდნეობის, 45 – თემატური, 23 – ხელოვნების, 13 – მუზეუმ-ნაკრძალი და ორი – ლიტერატურული.
2025 წელს ვიზიტორების ყველაზე მაღალი რაოდენობა თბილისის, შიდა ქართლისა და აჭარის მუზეუმებში დაფიქსირდა - მუზეუმების უმრავლესობა თბილისში (59), ასევე იმერეთისა (40) და კახეთის (37) რეგიონებში მდებარეობს.
საქართველოში ყველაზე ცნობილი მუზეუმებია: სტალინის სახლ-მუზეუმი გორში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი უნიკალური კოლექციით თბილისში, დედაქალაქის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რელიგიის მუზეუმი ბათუმში და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი.
ასევე, საქართველოში არის აბრეშუმის მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, რეტრო ავტომობილების მუზეუმი, თოჯინების მუზეუმი, იარაღის მუზეუმი, ჩაის სახლ-მუზეუმი და ფულის მუზეუმი.
ყველა ახალი ამბავი
0