https://sputnik-georgia.com/20260614/saqartvelos-cixeebshi-ucxoelta-raodenoba-gaizarda-299132386.html
საქართველოს ციხეებში უცხოელების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს ციხეებში უცხოელების რაოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი, რომელმაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელი მოიხადა, ვალდებულია დატოვოს ქვეყანა. 14.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-14T10:54+0400
2026-06-14T10:54+0400
2026-06-14T10:54+0400
საქართველო
საქსტატი
სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. 2021 წლის 1-ელი მაისიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში საქართველოს ციხეებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 3,3-ჯერ გაიზარდა, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, 2021 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში საქართველოს ციხეებში მხოლოდ 530 უცხოელი იმყოფებოდა, 2026 წლის 1 -ელი მაისის მონაცემებით კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1762-ს მიაღწია.უცხოელი პატიმრების რაოდენობით ლიდერობს თურქეთი. მიმდინარე წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 539 თურქეთის მოქალაქე იმყოფება, 2021 წლის მაისისთვის კი მათი რიცხვი 140-ს შეადგენდა.მეორე ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან: 2026 წლის 1-ელი მაისისთვის 196 მოქალაქე, 2021 წლის 1-ელი მაისისთვის - 77. მესამე ადგილზეა უკრაინა - საანგარიშო პერიოდში ციხეებში უკრაინის 176 მოქალაქე იმყოფებოდა, 5 წლის წინ კი მათი რიცხვი 36-ს შეადგენდა.ხუთეულში ასევე შედიან აზერბაიჯანის (175) და ირანის (100) მოქალაქეები. 2021 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში აზერბაიჯანის 103 და ირანის 28 მოქალაქე იმყოფებოდა.„საქსტატი“ არ აკონკრეტებს, სსკ-ის თუ რომელი მუხლებით არიან მსჯავრდებული უცხოელი პატიმრები. თუმცა, 2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, 1.762 უცხოელიდან 1.182-ს პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანარჩენები ჯერ კიდევ განაჩენს ელოდებიან.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი, რომელმაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელი მოიხადა, ვალდებულია დატოვოს ქვეყანა. ჩადენილი დანაშაულიდან სიმძიმიდან გამომდინარე, მას ქვეყანაში შემოსვლა 20 წლამდე ვადით ეკრძალება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქსტატი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველოს ციხეებში უცხოელების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი, რომელმაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელი მოიხადა, ვალდებულია დატოვოს ქვეყანა.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. 2021 წლის 1-ელი მაისიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში საქართველოს ციხეებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 3,3-ჯერ გაიზარდა, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, 2021 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში საქართველოს ციხეებში მხოლოდ 530 უცხოელი იმყოფებოდა, 2026 წლის 1 -ელი მაისის მონაცემებით კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1762-ს მიაღწია.
უცხოელი პატიმრების რაოდენობით ლიდერობს თურქეთი. მიმდინარე წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 539 თურქეთის მოქალაქე იმყოფება, 2021 წლის მაისისთვის კი მათი რიცხვი 140-ს შეადგენდა.
მეორე ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან: 2026 წლის 1-ელი მაისისთვის 196 მოქალაქე, 2021 წლის 1-ელი მაისისთვის - 77.
მესამე ადგილზეა უკრაინა - საანგარიშო პერიოდში ციხეებში უკრაინის 176 მოქალაქე იმყოფებოდა, 5 წლის წინ კი მათი რიცხვი 36-ს შეადგენდა.
ხუთეულში ასევე შედიან აზერბაიჯანის (175) და ირანის (100) მოქალაქეები. 2021 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში აზერბაიჯანის 103 და ირანის 28 მოქალაქე იმყოფებოდა.
„საქსტატი“ არ აკონკრეტებს, სსკ-ის თუ რომელი მუხლებით არიან მსჯავრდებული უცხოელი პატიმრები. თუმცა, 2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, 1.762 უცხოელიდან 1.182-ს პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანარჩენები ჯერ კიდევ განაჩენს ელოდებიან.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი, რომელმაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელი მოიხადა, ვალდებულია დატოვოს ქვეყანა. ჩადენილი დანაშაულიდან სიმძიმიდან გამომდინარე, მას ქვეყანაში შემოსვლა 20 წლამდე ვადით ეკრძალება.