მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონების თავზე თითქმის 250 უკრაინული დრონი გაანადგურა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო თავდაცვის საბრძოლო მოქმედებები
საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მოქმედებები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ანგარიშის თანახმად, მოწინააღმდეგე დრონების გამოყენებით შეეცადა რუსეთის ფედერაციის 15 რეგიონსა და აზოვის ზღვის აკვატორიაზე თავდასხმას.
თბილისი, 14 ივნისი– Sputnik. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მორიგე საშუალებებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის რეგიონებისა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე 249 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„მიმდინარე წლის 13 ივნისის ღამის განმავლობაში, მოსკოვის დროით 20:00 საათიდან 14 ივნისის 07:00 საათამდე პერიოდში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 249 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ანგარიშის თანახმად, მოწინააღმდეგე დრონების გამოყენებით შეეცადა რუსეთის ფედერაციის 15 რეგიონსა და აზოვის ზღვის აკვატორიაზე თავდასხმას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ვორონეჟის, ორლოვისა და ტულის ოლქების თავზე. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მორიგე საშუალებებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს კალუგის, როსტოვის, რიაზანისა და ვლადიმირის რეგიონების ტერიტორიებზე.
მიყენებული ზარალისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0