https://sputnik-georgia.com/20260614/putins-da-tramps-shoris-satelepono-saubari-gaimarta-299139946.html
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
Sputnik საქართველო
ორ ლიდერს შორის საუბარი მეგობრულ და გულახდილ ატმოსფეროში წარიმართა და 55 წუთს გაგრძელდა 14.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-14T22:33+0400
2026-06-14T22:33+0400
2026-06-14T22:42+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294561550_0:0:3062:1722_1920x0_80_0_0_5271d8077a239f2907110cc246811541.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 80 წლის იუბილე ტელეფონით მიულოცა, განაცხადა რუსეთის ლიდერის თანაშემწე იური უშაკოვმა.ტრამპი დღეს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.მისი თქმით, ორ ლიდერს შორის საუბარი მეგობრულ და გულახდილ ატმოსფეროში წარიმართა და 55 წუთს გაგრძელდა.უშაკოვმა როგორც აღნიშნა, ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას და აღნიშნა, რომ პუტინი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც მას დაბადების დღე პირადად მიულოცა.„ტრამპმა ასევე თქვა, რომ თუ ომი (უკრაინაში) მალე დასრულდება, მაშინ გაიხსნება პერსპექტივები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ჭეშმარიტად ახალ ხარისხში ასაყვანად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ დააზუსტა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის შესაძლო კონტაქტები.ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ რიგით მე-13 იყო. პუტინსა და ტრამპს შორის წინა სატელეფონო საუბარი 29 აპრილს შედგა.უშაკოვმა დასძინა, რომ რუსეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას მისალოცი გზავნილი გაუგზავნა, რომელშიც ხაზი გაუსვა იუბილარის ხასიათის გამორჩეულ თვისებებს, რაც ხელს უწყობს მის წარმატებას როგორც ადამიანის, ისე პოლიტიკოსის ამპლუაში.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294561550_185:0:2916:2048_1920x0_80_0_0_e225632dabbd999838bfe84147ede661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
22:33 14.06.2026 (განახლებულია: 22:42 14.06.2026) ორ ლიდერს შორის საუბარი მეგობრულ და გულახდილ ატმოსფეროში წარიმართა და 55 წუთს გაგრძელდა
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 80 წლის იუბილე ტელეფონით მიულოცა, განაცხადა რუსეთის ლიდერის თანაშემწე იური უშაკოვმა.
ტრამპი დღეს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს აშშ-ის პრეზიდენტს 80 წლის იუბილე ტელეფონით მიულოცა“, – განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ორ ლიდერს შორის საუბარი მეგობრულ და გულახდილ ატმოსფეროში წარიმართა და 55 წუთს გაგრძელდა.
უშაკოვმა როგორც აღნიშნა, ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას და აღნიშნა, რომ პუტინი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც მას დაბადების დღე პირადად მიულოცა.
„ტრამპმა ასევე თქვა, რომ თუ ომი (უკრაინაში) მალე დასრულდება, მაშინ გაიხსნება პერსპექტივები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ჭეშმარიტად ახალ ხარისხში ასაყვანად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ დააზუსტა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის შესაძლო კონტაქტები.
ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ რიგით მე-13 იყო. პუტინსა და ტრამპს შორის წინა სატელეფონო საუბარი 29 აპრილს შედგა.
უშაკოვმა დასძინა, რომ რუსეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას მისალოცი გზავნილი გაუგზავნა, რომელშიც ხაზი გაუსვა იუბილარის ხასიათის გამორჩეულ თვისებებს, რაც ხელს უწყობს მის წარმატებას როგორც ადამიანის, ისე პოლიტიკოსის ამპლუაში.