https://sputnik-georgia.com/20260614/maratonis-gamarjvebuli-cnobilia-299136659.html
„სტუდფესტი 2026“: მარათონის გამარჯვებული ცნობილია
„სტუდფესტი 2026“: მარათონის გამარჯვებული ცნობილია
Sputnik საქართველო
მარათონში სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურმა პირებმაც - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა... 14.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-14T18:53+0400
2026-06-14T18:53+0400
2026-06-14T18:53+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23358/69/233586986_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_a25bfe8539f410fcd05e29f59b5f253e.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა.მარათონის მონაწილეების რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო, გარბენმა კი სტარტი 11:00 საათზე აიღო. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 5 კმ- იანი გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.მარათონში, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება, სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურმა პირებმაც - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისი მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. დღევანდელი მარათონი „სტუდენტური ფესტივალის" დასკვნითი ნაწილი იყო, რომელმაც 1-ელი მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 45 სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა გააერთიანა.„სტუდენტურ ფესტივალში" გამარჯვებულის ტიტულს ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. დაჯილდოება 21 ივნისს, ფესტივალის გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე გაიმართება. „სტუდფესტი“ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ახალგაზრდული და სპორტულ-შემოქმედებითი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ღონიძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედაქალაქის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23358/69/233586986_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_679e641c58e8ff3479f98debf0e0dddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„სტუდფესტი 2026“: მარათონის გამარჯვებული ცნობილია
მარათონში სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურმა პირებმაც - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისი მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა.
მარათონის მონაწილეების რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო, გარბენმა კი სტარტი 11:00 საათზე აიღო. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 5 კმ- იანი გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.
მარათონში, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება, სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურმა პირებმაც - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისი მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
„ამ გარბენში სტუდენტების, სპორტსმენების, სამთავრობო გუნდისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობა მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დღეს საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ დგამს, არის ინვესტიცია ქვეყნის უკეთეს მომავალში", - განაცხადა ყაველაშვილმა.
დღევანდელი მარათონი „სტუდენტური ფესტივალის" დასკვნითი ნაწილი იყო, რომელმაც 1-ელი მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 45 სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა გააერთიანა.
„2000-ზე მეტი მონაწილე გვყავდა გარბენის ფარგლებში. ბოლო წერტილშიც ბევრი მონაწილე ჩამოვიდა. პირველ 500 ადამიანს გადაეცა სიმბოლური პრიზები“, - აღნიშნა „სტუდფესტის“ ორგანიზატორმა თამარ საგანელიძემ.
„სტუდენტურ ფესტივალში" გამარჯვებულის ტიტულს ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. დაჯილდოება 21 ივნისს, ფესტივალის გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე გაიმართება.
„სტუდფესტი“ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ახალგაზრდული და სპორტულ-შემოქმედებითი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ღონიძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედაქალაქის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.