გიორგი მამარდაშვილის აგენტი „ლივერპულთან“ გადამწყვეტ მოლაპარაკებებს გეგმავს

© Giorgi Mamardashviliგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
ქართველი მეკარის აგენტი იჯარას მოითხოვს, თუ „ლივერპული“ სასტარტო შემადგენლობაში ქართველის ადგილს ვერ უზრუნველყოფს
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის წარმომადგენლებმა ქართველი მეკარის მომავლის განსახილველად ინგლისური კლუბ „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები დაგეგმეს, იუწყება პირველი არხი.
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საფეხბურთო კლუბმა „ლივერპულმა“ საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიიდან“ 2024 წელს შეიძინა. მამარდაშვილი ესპანურ კლუბში ერთწლიანი იჯარით დარჩა და „ლივერპულს" 2025 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში ქართველმა მეკარემ „ლივერპულში“ 20 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა. სამ მატჩში ქართველმა მეკარემ წარუმატებლობა განიცადა.
როგორც სოციალურ ქსელში კლუბთან დაახლოებული წყარო წერს, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში კლუბი დატოვოს, თუ მას მომავალ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.
„მამარდაშვილის აგენტი მოითხოვს, რომ ფეხბურთელი იჯარით გაუშვან, თუ „ლივერპული“ სასტარტო შემადგენლობაში მის ადგილს ვერ უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ ინტერესს სერია A-ს კლუბებიც იჩენენ. გიორგი მამარდაშვილს არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, არამედ პირველი ნომრობა სურს. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, კლუბში ალისონ ბეკერის მომავალსაც განიხილავენ“, – ირწმუნება წყარო.
„ლივერპულის“ ქართველ მეკარეს გულშემატკივრები და სხვადასხვა ევროპული კლუბებიც აკვირდებიან. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, მისით იჯარის წესით დაინტერესებულები არიან როგორც იტალიური გუნდები, ისე თურქული „ბეშიქთაშიც“.
„ლივერპულის" დატოვება მამარდაშვილს ურჩია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მამარდაშვილის დონის მეკარისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა დაუშვებელია. მას სჭირდება გუნდი, სადაც გარანტირებული ექნება სტაბილური სათამაშო დრო და პირველი ნომრობა.„ლივერპულში“ უდიდესი კონკურენციაა და სათამაშო პრაქტიკის შესანარჩუნებლად მეკარისთვის სხვა გუნდში გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება, დასძინა მან.
როგორც სანიოლმა აღნიშნა, ვინაიდან ბრაზილიელი კიპერი ალისონ ბეკერი ინგლისურ კლუბში დარჩა, „ლივერპულში“ მამარდაშვილის სასტარტოში მოხვედრის შანსი მკვეთრად შემცირდა.
სანიოლმა გიორგი მამარდაშვილი 5 ივნისს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:0) არ ათამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026-2027 წლების უეფას ერთა ლიგის მეხუთე გათამაშებაში სექტემბერსა და ოქტომბერში უნგრეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელის დებიუტი 2021 წლის სექტემბერში შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0