კალაძე: „მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
მარათონი „სტუდენტური ფესტივალის" დასკვნითი ნაწილია, რომელიც 1-ელი მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 45 სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობას აერთიანებდა.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. „სტუდენტური ფესტივალი 2026"-ის ფარგლებში თბილისში, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტერიტორიაზე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართა.
მარათონის მონაწილეების რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო, გარბენმა კი სტარტი 11:00 საათზე აიღო. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
მარათონში, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება, სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურმა პირებმაც - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისი მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
„მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ბოლო წლების განმავლობაში ამ ღონისძიების ჩატარებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. წელს პროექტში 25 000-მდე ადამიანია ჩართული. ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით ხელი უნდა შევუწყოთ აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაციას. პირადად ვიღებ მონაწილეობას აღნიშნულ მარათონში და ყველას მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ," - განაცხადა კალაძემ.
მარათონი „სტუდენტური ფესტივალის" დასკვნითი ნაწილია, რომელიც 1-ელი მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 45 სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობას აერთიანებდა.
„სტუდფესტი“ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ახალგაზრდული და სპორტულ-შემოქმედებითი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ღონიძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედაქალაქის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.
ყველა ახალი ამბავი
0