საქართველოს ნაკრებმა ფიფას განახლებულ რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველოს ეროვნული ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
რეიტინგის ლიდერია არგენტინის ნაკრები (1.877.27 ქულა), მეორე ადგილზეა ესპანეთი (1.845,54), ხოლო მესამეზე – საფრანგეთი (1.838,41).
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას განახლებულ მსოფლიო რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა და კვლავ 72-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 72-ე ადგილზე 2026 წლის 1-ელ აპრილს გადაინაცვლა. მანამდე, 2025 წლის ნოემბრიდან, გუნდი 73-ე პოზიციას იკავებდა, თუმცა აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებულ რეიტინგში მდგომარეობა ერთი პუნქტით გააუმჯობესა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც დადებითი ბალანსი აჩვენა:
რუმინეთი – საქართველო (1:1)
ბაჰრეინი – საქართველო (2:0)
ამ მატჩების შედეგად, ეროვნულმა ნაკრებმა 4.12 სარეიტინგო ქულა მოიპოვა - ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივში 1.243,88 1.355,26 ქულაა, ნაკრებს რეიტინგში უშუალოდ იამაიკა უსწრებს, ხოლო მის ზურგსუკან ფინეთისა და განის ნაკრებები იმყოფებიან.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს ერთა ლიგის შესარჩევ В ჯგუფში, ესპანეთი 32-ე ადგილზეა, უნგრეთი -39-ე, ჩრდილოეთ ირლანდია კი 70-ე ადგილზეა.
ფიფას რეიტინგის ლიდერია არგენტინის ნაკრები (1.877.27 ქულა), მეორე ადგილზეა ესპანეთი (1.845,54), ხოლო მესამეზე – საფრანგეთი (1.838,41).
უცვლელი სარეიტინგო პოზიციით, საქართველოს ნაკრები სექტემბერში უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში უკრაინასთან, უნგრეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად ასპარეზებს. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ ოფიციალურ მატჩებზე იქნება დამოკიდებული ნაკრების შემდგომი წინსვლა ფიფას რეიტინგში.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0