https://sputnik-georgia.com/20260613/ukrainelebi-veranairi-damombvebita-da-dronebit-ver-secvlis-situacias-frontze-putini-299131926.html
უკრაინის ძალები ვერანაირი დაბომბვებით და დრონებით ვერ შეცვლიან სიტუაციას ფრონტზე - პუტინი
უკრაინის ძალები ვერანაირი დაბომბვებით და დრონებით ვერ შეცვლიან სიტუაციას ფრონტზე - პუტინი
Sputnik საქართველო
მოწინააღმდეგე ამ ზეწოლას ვერ აკავებს და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს, განაცხადა რუსეთის ლიდერმა 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T23:35+0400
2026-06-13T23:35+0400
2026-06-13T23:35+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298706162_0:0:2853:1606_1920x0_80_0_0_095eb119f467120eb58c57779024a7cc.jpg
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვები და დრონებით დარტყმები ვერ შეცვლის სიტუაციას სპეციალური ოპერაციების ზონაში, სადაც რუსი ჯარისკაცები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ და ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.„ჩვენი ჯარები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ, დამაჯერებლად წინ მიიწევენ და ამ ვითარებას ვერანაირი დაბომბვა ან დრონებით დარტყმები ვეღარ შეცვლის. წინსვლა არის ყველა მიმართულებაზე. მოწინააღმდეგეს ამ ზეწოლის შეკავება აღარ შეუძლია და ის ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის ფედერაციის შემოერთებული სუბიექტების განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ თათბირზე.როგორც პუტინმა განმარტა, ასეთი ვითარების გამო უკრაინის შეიარაღებული ძალები სამოქალაქო ობიექტებს, საკომუნიკაციო ობიექტებს და სამგზავრო ტრანსპორტს ურტყამენ.შეხვედრაზე რუსეთის ლიდერმა ახალი რეგიონების განვითარების რამდენიმე ამოცანა დასახა. სხვა საკითხებთან ერთად, მან მთავრობას დაავალა არა მხოლოდ აღადგინოს ის რაც დაინგრა და დაზიანდა, არამედ შექმნას საფუძველი ეკონომიკისა და მრეწველობის რადიკალური გარდაქმნისთვის.პუტინმა აღნიშნა, რომ მთავრობამ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს აზოვის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე. რეგიონის რესურსული და რეკრეაციული პოტენციალი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, ახალი რეგიონები 2030 წლისთვის ყველა ძირითადი მაჩვენებლით რუსეთის ეროვნულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298706162_88:0:2819:2048_1920x0_80_0_0_0413ea6b3bd63dbd5bd6cb23a2179839.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინის ძალები ვერანაირი დაბომბვებით და დრონებით ვერ შეცვლიან სიტუაციას ფრონტზე - პუტინი
მოწინააღმდეგე ამ ზეწოლას ვერ აკავებს და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს, განაცხადა რუსეთის ლიდერმა
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვები და დრონებით დარტყმები ვერ შეცვლის სიტუაციას სპეციალური ოპერაციების ზონაში, სადაც რუსი ჯარისკაცები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ და ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენი ჯარები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ, დამაჯერებლად წინ მიიწევენ და ამ ვითარებას ვერანაირი დაბომბვა ან დრონებით დარტყმები ვეღარ შეცვლის. წინსვლა არის ყველა მიმართულებაზე. მოწინააღმდეგეს ამ ზეწოლის შეკავება აღარ შეუძლია და ის ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის ფედერაციის შემოერთებული სუბიექტების განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ თათბირზე.
როგორც პუტინმა განმარტა, ასეთი ვითარების გამო უკრაინის შეიარაღებული ძალები სამოქალაქო ობიექტებს, საკომუნიკაციო ობიექტებს და სამგზავრო ტრანსპორტს ურტყამენ.
შეხვედრაზე რუსეთის ლიდერმა ახალი რეგიონების განვითარების რამდენიმე ამოცანა დასახა. სხვა საკითხებთან ერთად, მან მთავრობას დაავალა არა მხოლოდ აღადგინოს ის რაც დაინგრა და დაზიანდა, არამედ შექმნას საფუძველი ეკონომიკისა და მრეწველობის რადიკალური გარდაქმნისთვის.
პუტინმა აღნიშნა, რომ მთავრობამ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს აზოვის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე. რეგიონის რესურსული და რეკრეაციული პოტენციალი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, ახალი რეგიონები 2030 წლისთვის ყველა ძირითადი მაჩვენებლით რუსეთის ეროვნულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.