https://sputnik-georgia.com/20260613/tbilisis-centrsi-garbentan-dakavsirebit-mozraoba-seizrudeba-299128971.html
თბილისის ცენტრში გარბენთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის ცენტრში გარბენთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
გარბენის მიმდინარეობის პარალელურად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება. 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T18:57+0400
2026-06-13T18:57+0400
2026-06-13T18:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23358/74/233587449_0:77:1500:921_1920x0_80_0_0_1555d9af87afce91fd603a8fbc59d807.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.კერძოდ, 02:00-დან 12:00 საათამდე შეიზღუდება მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.მათივე ცნობით, ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 09:30-დან 12:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-დან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და მის გადამკვეთ ქუჩებზე.თამარაშვილის გამზირიდან და წყნეთის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები შეზღუდვის შემოვლას შეძლებენ არჩილ მიშველაძის, ილო მოსაშვილისა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები - ლადო კავსაძის, ზაქარია ფალიაშვილისა და არჩილ მიშველაძის ქუჩების გამოყენებით.ეროვნული სასახლის წინ შეზღუდული საგზაო მონაკვეთის შემოვლას თავისუფლების მოედნიდან მიმავალი ავტომობილები შეძლებენ ლადო გუდიაშვილის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ გია ჭანტურიას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების საშუალებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, წყნეთის გზატკეცილიდან ვაკის დანარჩენი ქუჩებისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები, დროებით საბურთალოს მიმართულებით გადაეწყობიან. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და უკუმიმართულებითაც ანალოგიურად იმოძრავებს.ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოიყენებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედანს და საბურთალოს მარშრუტს, რათა იმოძრაონ კუს ტბის მიმართულებით; გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპის მოედნის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდება ბარათაშვილის ქუჩაზე. ასევე, ტაბახმელის, კოჯრის, კიკეთის, წავკისის, შინდისის, ოქროყანის მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ამაღლების ქუჩის N11-მდე მოემსახურება.გარბენის მიმდინარეობის პარალელურად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23358/74/233587449_85:0:1416:998_1920x0_80_0_0_a88a1582ec2192d8783af2c3dc80b4c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
თბილისის ცენტრში გარბენთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გარბენის მიმდინარეობის პარალელურად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
კერძოდ, 02:00-დან 12:00 საათამდე შეიზღუდება მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
მათივე ცნობით, ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 09:30-დან 12:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-დან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და მის გადამკვეთ ქუჩებზე.
თამარაშვილის გამზირიდან და წყნეთის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები შეზღუდვის შემოვლას შეძლებენ არჩილ მიშველაძის, ილო მოსაშვილისა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები - ლადო კავსაძის, ზაქარია ფალიაშვილისა და არჩილ მიშველაძის ქუჩების გამოყენებით.
ეროვნული სასახლის წინ შეზღუდული საგზაო მონაკვეთის შემოვლას თავისუფლების მოედნიდან მიმავალი ავტომობილები შეძლებენ ლადო გუდიაშვილის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ გია ჭანტურიას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების საშუალებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, წყნეთის გზატკეცილიდან ვაკის დანარჩენი ქუჩებისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები, დროებით საბურთალოს მიმართულებით გადაეწყობიან. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და უკუმიმართულებითაც ანალოგიურად იმოძრავებს.
ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოიყენებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედანს და საბურთალოს მარშრუტს, რათა იმოძრაონ კუს ტბის მიმართულებით; გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპის მოედნის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდება ბარათაშვილის ქუჩაზე. ასევე, ტაბახმელის, კოჯრის, კიკეთის, წავკისის, შინდისის, ოქროყანის მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ამაღლების ქუჩის N11-მდე მოემსახურება.
გარბენის მიმდინარეობის პარალელურად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.