https://sputnik-georgia.com/20260613/tbilisaa-da-biskeks-soris-pirdapiri-aviareisebi-seizleba-sesruldes-ekonomikis-ministri-299128097.html
თბილისსა და ბიშკეკს პირდაპირი ავიარეისები შეიძლება შესრულდეს - ეკონომიკის მინისტრი
თბილისსა და ბიშკეკს პირდაპირი ავიარეისები შეიძლება შესრულდეს - ეკონომიკის მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის, იქამდე გამგზავრება მხოლოდ ტრანზიტული რეისებით არის შესაძლებელი. 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T16:31+0400
2026-06-13T16:31+0400
2026-06-13T17:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ყირგიზეთი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294264295_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_6ab3f1c7fea07c8223746e9a99422b99.jpg
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველომ ყირგიზეთთან დაიწყო მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბიშკეკში ვიზიტის შემდეგ.საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის, იქამდე გამგზავრება მხოლოდ ტრანზიტული რეისებით, მესამე ქვეყნებში გადაჯდომით არის შესაძლებელი.„ვიზიტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებისა თუ ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებისთვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები აღნიშნულთან მიმართებით“, - განმარტა მინისტრმა.მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები ბიშკეკში კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდებში დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყოს.საქართველო და ყირგიზეთისაქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.
საქართველო
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294264295_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_69f325764e1d981d2ac0d0fb81119d6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ყირგიზეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ყირგიზეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თბილისსა და ბიშკეკს პირდაპირი ავიარეისები შეიძლება შესრულდეს - ეკონომიკის მინისტრი
16:31 13.06.2026 (განახლებულია: 17:31 13.06.2026) საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის, იქამდე გამგზავრება მხოლოდ ტრანზიტული რეისებით არის შესაძლებელი.
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველომ ყირგიზეთთან დაიწყო მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბიშკეკში ვიზიტის შემდეგ.
საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის, იქამდე გამგზავრება მხოლოდ ტრანზიტული რეისებით, მესამე ქვეყნებში გადაჯდომით არის შესაძლებელი.
„ვიზიტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებისა თუ ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებისთვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები აღნიშნულთან მიმართებით“, - განმარტა მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები ბიშკეკში კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდებში დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყოს.
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.
2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.