https://sputnik-georgia.com/20260613/qatar-airways------299125701.html
Qatar Airways-მა საქართველოში სატვირთო გადაზიდვები დაიწყო
Qatar Airways-მა საქართველოში სატვირთო გადაზიდვები დაიწყო
Sputnik საქართველო
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T14:08+0400
2026-06-13T14:08+0400
2026-06-13T14:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
კატარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267091587_0:366:2991:2048_1920x0_80_0_0_a8d8de2258d0010c2f74345fe6742957.jpg
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია დოჰა-ერევანი-თბილისი-დოჰის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. აღნიშნულ მარშრუტზე Qatar Airways-ი რეისებს Boeing 777-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს და საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტვირთების ტრანსპორტირებას მოემსახურება. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან მიმართებით ეს ციფრი 101%-ით არის გაუმჯობესებული, რაც უწყების ცნობით, იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მოცულობა სულ რაღაც ორ წელიწადში გაორმაგდა. სატვირთო გადაზიდვები 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 10,3 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 92% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7,9% - გაგზავნილი.
საქართველო
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267091587_640:284:2991:2048_1920x0_80_0_0_460fe61881681ad189234ecabdb954ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, კატარი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, კატარი
Qatar Airways-მა საქართველოში სატვირთო გადაზიდვები დაიწყო
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია დოჰა-ერევანი-თბილისი-დოჰის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
აღნიშნულ მარშრუტზე Qatar Airways-ი რეისებს Boeing 777-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს და საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტვირთების ტრანსპორტირებას მოემსახურება.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელია.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან მიმართებით ეს ციფრი 101%-ით არის გაუმჯობესებული, რაც უწყების ცნობით, იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მოცულობა სულ რაღაც ორ წელიწადში გაორმაგდა.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 10,3 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 92% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7,9% - გაგზავნილი.