https://sputnik-georgia.com/20260613/mtavroba-svanetsi-eleqtromomaragebis-sakitxze-msjelobs-299124499.html
მთავრობა სვანეთში ელექტრომომარაგების საკითხზე მსჯელობს - რა იგეგმება
მთავრობა სვანეთში ელექტრომომარაგების საკითხზე მსჯელობს - რა იგეგმება
Sputnik საქართველო
მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონო მაინინგთან ბრძოლის ფარგლებში ჯამში 254 მაინერია ამოღებული. 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T11:41+0400
2026-06-13T11:41+0400
2026-06-13T11:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
კრიპტოვალუტა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060126_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_91473234d6105d3260e2ad570961f3c6.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ენერგოოპერატორთან ელექტროენერგიის მრიცხველების მონტაჟის საკითხზე სვანეთში, სადაც პოლიციამ კრიპტოვალუტის მაინინგის ასობით უკანონო მოწყობილობა აღმოაჩინა, განაცხადა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში ბრძოლას იწყებს კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან ამჟამინდელი სიტუაცია გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფებზე.„შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ, მაინინგს გულისხმობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონო მაინინგთან ბრძოლის ფარგლებში ჯამში 254 მაინერია ამოღებული.2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249060126_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_edf96483784ad8d3f547e9d8c070c39a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, კრიპტოვალუტა
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, კრიპტოვალუტა
მთავრობა სვანეთში ელექტრომომარაგების საკითხზე მსჯელობს - რა იგეგმება
მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონო მაინინგთან ბრძოლის ფარგლებში ჯამში 254 მაინერია ამოღებული.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ენერგოოპერატორთან ელექტროენერგიის მრიცხველების მონტაჟის საკითხზე სვანეთში, სადაც პოლიციამ კრიპტოვალუტის მაინინგის ასობით უკანონო მოწყობილობა აღმოაჩინა, განაცხადა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში ბრძოლას იწყებს კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან ამჟამინდელი სიტუაცია გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფებზე.
„შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ, მაინინგს გულისხმობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონო მაინინგთან ბრძოლის ფარგლებში ჯამში 254 მაინერია ამოღებული.
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.