https://sputnik-georgia.com/20260613/msoflio-bankma-2026-wels-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-seamcira-299127177.html
მსოფლიო ბანკმა 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
მსოფლიო ბანკმა 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს. 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T14:51+0400
2026-06-13T14:51+0400
2026-06-13T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_0:235:3000:1923_1920x0_80_0_0_a7e7403f6c40c2b25344c26b63812db3.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია, ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ ნახევარწლიან ანგარიშშია აღნიშნული.მანამდე მსოფლიო ბანკი საქართველოში მშპ-ს ზრდას 5,5%-ის დონეზე პროგნოზირებდა.ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკმა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,7-დან 2,5%-მდე შეამცირა. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.ამასობაში, ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB), საქართველოს შესახებ პროგნოზები გაზარდეს.აპრილში ADB-მ პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გაზარდა. ივნისის დასაწყისში EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წელს 5.5%-დან 6%-მდე გაზარდა. ხოლო 10 ივნისს IMF-მა პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა.მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა, ხოლო ივნისში საქართველოს მთავრობამ ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.3%-მდე გაზარდა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_62:0:2938:2157_1920x0_80_0_0_329e5fdba41e916e03dac7c491bfc8b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკმა 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია, ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ ნახევარწლიან ანგარიშშია აღნიშნული.
მანამდე მსოფლიო ბანკი საქართველოში მშპ-ს ზრდას 5,5%-ის დონეზე პროგნოზირებდა.
ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკმა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,7-დან 2,5%-მდე შეამცირა. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
ამასობაში, ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB), საქართველოს შესახებ პროგნოზები გაზარდეს.
აპრილში ADB-მ პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გაზარდა. ივნისის დასაწყისში EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წელს 5.5%-დან 6%-მდე გაზარდა. ხოლო 10 ივნისს IMF-მა პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა.
მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა, ხოლო ივნისში საქართველოს მთავრობამ ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.3%-მდე გაზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.