https://sputnik-georgia.com/20260613/kotorasvils-11-wliani-patimroba-seefarda-299123845.html
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრება: კოტორაშვილის განაჩენი ცნობილია
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრება: კოტორაშვილის განაჩენი ცნობილია
Sputnik საქართველო
უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T09:38+0400
2026-06-13T09:38+0400
2026-06-13T09:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ 11 ივნისს გამოაცხადა.კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.კომპანია „ფინის“ მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს. აღნიშნული კომპანია თბილისში, თამარ მეფის №32-ში მდებარეობდა და წარმოადგენდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. კოტორაშვილს საგამოძიებო უწყება 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში ავტომობილში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.გასული წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმის გახსნის შესახებ განაცხადა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი 624 მლნ დოლარისა და 35 მილნ ევროს გათეთრება მოახერხა.ფულის გათეთრების სქემაგამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022-2024 წლებში მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.აღნიშნული ქმედებებით ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, განაცხადეს პროკურატურაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრება: კოტორაშვილის განაჩენი ცნობილია
უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ 11 ივნისს გამოაცხადა.
კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
კომპანია „ფინის“ მფლობელი კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავეს. აღნიშნული კომპანია თბილისში, თამარ მეფის №32-ში მდებარეობდა და წარმოადგენდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. კოტორაშვილს საგამოძიებო უწყება 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში ავტომობილში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
გასული წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმის გახსნის შესახებ განაცხადა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი 624 მლნ დოლარისა და 35 მილნ ევროს გათეთრება მოახერხა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022-2024 წლებში მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.
ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.
ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
აღნიშნული ქმედებებით ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, განაცხადეს პროკურატურაში.