დიპლომატიის აკადემია საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, სადაც დიპლომატიის აკადემია განთავსდება
პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, სადაც დიპლომატიის აკადემია განთავსდება - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2026
გამოწერა
ახალ უნივერსიტეტზე სახელმწიფო ზედამხედველობას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო ოფიციალური დოკუმენტი ქვეყანაში ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტის - დიპლომატიის აკადემიის - დაარსების შესახებ.
დადგენილების თანახმად, ახალ უნივერსიტეტზე სახელმწიფო ზედამხედველობას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს. აკადემიის რექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს.
დიპლომატიის აკადემიაში სწავლა უნივერსიტეტებისთვის სტანდარტული იქნება: სამი წელი ბაკალავრის ხარისხის მისაღებად და ერთი წელი მაგისტრის ხარისხის მისაღებად. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველები მაგისტრატურაში ორი წლის განმავლობაში ისწავლიან.
დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან. სწავლებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
ამასთან, პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნას შეძლებენ.
ქვეყანაში დიპლომატებისთვის სპეციალური უმაღლესი სასწავლებლის შექმნის აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მიზეზად მან სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე მომზადების არასაკმარისი დონე დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0