https://sputnik-georgia.com/20260612/xelisufleba-nedli-rzis-warmoebas-waaxalisebs-299105913.html
ხელისუფლება ნედლი რძის წარმოებას წაახალისებს - რა სიახლეები იგეგმება
ხელისუფლება ნედლი რძის წარმოებას წაახალისებს - რა სიახლეები იგეგმება
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რძის პროდუქტებისთვის სპეციალური მარკირების შემოღება გადაწყვიტა. 12.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-12T09:38+0400
2026-06-12T09:38+0400
2026-06-12T09:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/56/239425644_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b75cecf47469b95cc445fa6b7e2ba34f.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი გეგმა განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რძის პროდუქტებისთვის სპეციალური მარკირების შემოღება გადაწყვიტა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. სურსათის ეროვნული სააგენტო გაამკაცრებს მონიტორინგს აგრარულ ბაზრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში. ასევე გადაიხედება შესაბამისი რეგულაციები, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგისტრაციის სტატუსის არასათანადო გამოყენება. პარალელურად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული პროდუქტების, მათ შორის ყველისა და მაწვნის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების პოპულარიზაციას. რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას.სამინისტრო რეფორმის ეტაპობრივ დანერგვას გეგმავს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ორგანიზებული, ისე საცალო ვაჭრობის სივრცეების სრულფასოვანი მოწესრიგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/56/239425644_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_2ab310c0f9d7282f287013356486384d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება
ხელისუფლება ნედლი რძის წარმოებას წაახალისებს - რა სიახლეები იგეგმება
საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რძის პროდუქტებისთვის სპეციალური მარკირების შემოღება გადაწყვიტა.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი გეგმა განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რძის პროდუქტებისთვის სპეციალური მარკირების შემოღება გადაწყვიტა.
"ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მკაფიოდ განასხვაოს პროდუქტები და იყოს ინფორმირებული, რას ყიდულობს. არ ვზღუდავთ არც ერთ პროდუქტს. პირიქით, ვაძლიერებთ ქართულ რძის სექტორს და ვეხმარებით ფერმერებს განვითარებაში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული.
ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო გაამკაცრებს მონიტორინგს აგრარულ ბაზრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში.
ასევე გადაიხედება შესაბამისი რეგულაციები, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგისტრაციის სტატუსის არასათანადო გამოყენება.
პარალელურად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული პროდუქტების, მათ შორის ყველისა და მაწვნის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების პოპულარიზაციას.
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას.
სამინისტრო რეფორმის ეტაპობრივ დანერგვას გეგმავს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ორგანიზებული, ისე საცალო ვაჭრობის სივრცეების სრულფასოვანი მოწესრიგება.