ვაჭრობა, განათლება და სამოქალაქო სერვისები - ბიშკეკი და თბილისი თანამშრომლობას აღრმავებენ

ყირგიზეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენბეკ კულუბაევი და მაკა ბოჭორიშვილი
ყირგიზეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენბეკ კულუბაევი და მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2026
გამოწერა
ხელმოწერილია მემორანდუმები განათლების, სამოქალაქო ავიაციის, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, ასევე სამოქალაქო სერვისების სფეროებში.
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთში ვიზიტის დროს შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ყირგიზეთში ორივე მხარემ უკვე უწოდა ისტორიული და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, შუა აზიის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ფონზე.
ვიზიტის პირველ შედეგებს შორის არის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში, ასევე სამოქალაქო ავიაციის და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერა.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, მემორანდუმები ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის განვითარებას და მხარეებს შორის დოკუმენტების აღიარებას, რაც გააძლიერებს საქართველო-ყირგიზეთის კავშირებს.
ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყირგიზეთთან ურთიერთობების განვითარებით, რათა გაძლიერდეს კავშირები შუა დერეფნის ფარგლებში, რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი.
საქართველო და ყირგიზეთი
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.
2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.
ყველა ახალი ამბავი
0