უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2026
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 13-15 ივნისს სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25-27 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25-27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0