https://sputnik-georgia.com/20260612/saertashoriso-savaluto-pondma-ekonomikis-zrdis-prognozi-gazarda-299106418.html
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკამ მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა მზარდი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, ნათქვამია ანგარიშში 12.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-12T11:58+0400
2026-06-12T11:58+0400
2026-06-12T11:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249719658_0:0:3633:2043_1920x0_80_0_0_1f70294099aae7575db371759c84df72.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-მდე გაზარდა, ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „საქართველო: „2026 წლის IV მუხლის კონსულტაციები“.მიმდინარე წლის აპრილში სსფ-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2026 წელს 5,3%-ის დონეზე ივარაუდა.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკამ მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა მზარდი გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც კი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 პროცენტს მიაღწია.მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება სამიზნე დონეს, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე მაჩვენებლების სიახლოვეს შენარჩუნდება, თუ გაგრძელდება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.„გაზრდილი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების პირობებში, პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ინფლაციის სამიზნე დონემდე დაბრუნება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დამატებითი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი“, - ნათქვამია სსფ-ის ანგარიშში.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249719658_331:0:3060:2047_1920x0_80_0_0_a16ddd05f8d4dd4063c348c991e7f755.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
საქართველოს ეკონომიკამ მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა მზარდი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, ნათქვამია ანგარიშში
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-მდე გაზარდა, ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „საქართველო: „2026 წლის IV მუხლის კონსულტაციები“.
მიმდინარე წლის აპრილში სსფ-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2026 წელს 5,3%-ის დონეზე ივარაუდა.
„იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მალე დასრულდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 6.5 პროცენტს მიაღწევს და თანდათან მიუახლოვდება თავის საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს - 5%-ს 2028 წლისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკამ მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა მზარდი გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც კი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.
ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 პროცენტს მიაღწია.
მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება სამიზნე დონეს, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე მაჩვენებლების სიახლოვეს შენარჩუნდება, თუ გაგრძელდება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.
„გაზრდილი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების პირობებში, პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ინფლაციის სამიზნე დონემდე დაბრუნება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დამატებითი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი“, - ნათქვამია სსფ-ის ანგარიშში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.