https://sputnik-georgia.com/20260612/qvisa-xresis-ukanono-mopoveba-ramdeni-faqti-gamovlinda-wlis-dasawyisidan-299109240.html
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება: რამდენი ფაქტი გამოვლინდა წლის დასაწყისიდან
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება: რამდენი ფაქტი გამოვლინდა წლის დასაწყისიდან
Sputnik საქართველო
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული... 12.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-12T13:46+0400
2026-06-12T13:46+0400
2026-06-12T13:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265150810_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_a004f77e05d867eeb3f0d63e16ba131d.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, გამოვლენილი ფაქტებიდან 9 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257ათასი ლარია. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 24 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს. წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ. 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 141 ფაქტი გამოვლინდა. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 47 ფაქტი შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265150810_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_97330b0a588374647d1499742ae104e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება: რამდენი ფაქტი გამოვლინდა წლის დასაწყისიდან
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული პუნქტების დატბორვის რისკებს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოვლენილი ფაქტებიდან 9 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257ათასი ლარია. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 24 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.
წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 141 ფაქტი გამოვლინდა. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 47 ფაქტი შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.