https://sputnik-georgia.com/20260612/metreveli-saqartvelos-siyvaruli-vizaliberalizaciasi-arasdros-daxurdavdeba-299118528.html
მეტრეველი: საქართველოს სიყვარული ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება
მეტრეველი: საქართველოს სიყვარული ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება
Sputnik საქართველო
სავიზო რიგში დგომა ან „ბომბების წვიმა“ - ამ სიტუაციაში ეს საქართველოსთვის რეალური არჩევანია, ფიქრობს მეტრეველი 12.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-12T18:41+0400
2026-06-12T18:41+0400
2026-06-12T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299108723_0:44:840:517_1920x0_80_0_0_ec962974f839417dcd0c95140be5ed1a.png
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს სიყვარული ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციაზე არ შეიძლება გაცვალო და ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც უყვართ სამშობლო და ოჯახები, ეს პოზიცია კარგად ესმით, განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა.მანამდე მეტრეველმა მონაწილეობა მიიღო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 3-6 ივნისს გაიმართა. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო დერეფნებისა და ეკონომიკური პროექტების განვითარებასთან, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული. ამ ვითარებაში, მისი თქმით, საქართველომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაეფუძნება.საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებმა 11 ივნისს ბრიუსელში ვიზების დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ევროკავშირის გადაწყვეტილება, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების შესახებ, იტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლოა და ეფუძნება მოხსენებას, რომელიც, თბილისის შეფასებით, ქვეყანაში რეალურ ვითარებას არ ასახავს.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები განსხვავებული იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299108723_47:0:794:560_1920x0_80_0_0_d9f469919037b1954a382021e504c25f.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
მეტრეველი: საქართველოს სიყვარული ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება
სავიზო რიგში დგომა ან „ბომბების წვიმა“ - ამ სიტუაციაში ეს საქართველოსთვის რეალური არჩევანია, ფიქრობს მეტრეველი
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს სიყვარული ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციაზე არ შეიძლება გაცვალო და ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც უყვართ სამშობლო და ოჯახები, ეს პოზიცია კარგად ესმით, განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა.
მანამდე მეტრეველმა მონაწილეობა მიიღო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 3-6 ივნისს გაიმართა. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო დერეფნებისა და ეკონომიკური პროექტების განვითარებასთან, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული. ამ ვითარებაში, მისი თქმით, საქართველომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაეფუძნება.
„მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინელებივით ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც უყვარს საკუთარი ოჯახი და სამშობლო, სრულიად იაზრებს ამ მარტივ ჭეშმარიტებას. საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება“, - წერს მეტრეველი.
საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებმა 11 ივნისს ბრიუსელში ვიზების დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ევროკავშირის გადაწყვეტილება, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების შესახებ, იტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლოა და ეფუძნება მოხსენებას, რომელიც, თბილისის შეფასებით, ქვეყანაში რეალურ ვითარებას არ ასახავს.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები განსხვავებული იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.