https://sputnik-georgia.com/20260612/irans-saqartvelostan-savawro-urtiertobebis-ganvitareba-surs-iranis-elci-299117974.html
ირანს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება სურს - ირანის ელჩი
ირანს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება სურს - ირანის ელჩი
Sputnik საქართველო
ჰორმუზის სრუტის დაკეტვის გათვალისწინებით, საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი, შეიძლება ალტერნატივად იქცეს. 12.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-12T17:58+0400
2026-06-12T17:58+0400
2026-06-12T17:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299107411_0:59:1200:734_1920x0_80_0_0_da95b71d6c40556fdb304a494616d180.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ირანი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად, განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ პრესკონფერენციაზე.საქართველოსა და ირანს სავაჭრო ურთიერთობა პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის პირველ კვარტალში 1.9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს კი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.როგორც ელჩმა აღნიშნა, როდესაც ჰორმუზის სრუტე არის დახურული, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სხვა ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვთ, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია მიიღონ, და საქართველოს ტერიტორიით საქონლის გადაზიდვა კარგი ალტერნატივაა.სეიედ ალი მოჯანი ირანის ახალი ელჩია საქართველოში, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2026 წლის იანვარში შეუდგა. თანამდებობის დაკავებისას ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები იმავე დონეზე დარჩება.საქართველო აგრძელებს პრაგმატულ ურთიერთობებს თეირანთან, აშშ-სა და ისრაელის მიერ მიმდინარე სამხედრო კამპანიის მიუხედავად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მოჯთაბა ხამენეის ამ პოსტზე არჩევა მიულოცა.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0c/299107411_73:0:1128:791_1920x0_80_0_0_0e97b3531f9432a2bc5d6103c0d465b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირანი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ირანი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა
ირანს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება სურს - ირანის ელჩი
ჰორმუზის სრუტის დაკეტვის გათვალისწინებით, საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი, შეიძლება ალტერნატივად იქცეს.
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ირანი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად, განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და ირანს სავაჭრო ურთიერთობა პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის პირველ კვარტალში 1.9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს კი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„მე ყველანაირად შევეცდები, სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გადაზიდვების სფეროში. გასული წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტმა ქართველმა გადამზიდავმა გამოიყენა ირანის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნიდან ტვირთების გადასაზიდად. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და ხელს შევუწყობთ, რომ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ირანული პოტენციალი, რათა ქართველმა გადამზიდავებმა უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, როდესაც ჰორმუზის სრუტე არის დახურული, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სხვა ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვთ, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია მიიღონ, და საქართველოს ტერიტორიით საქონლის გადაზიდვა კარგი ალტერნატივაა.
სეიედ ალი მოჯანი ირანის ახალი ელჩია საქართველოში, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2026 წლის იანვარში შეუდგა. თანამდებობის დაკავებისას ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები იმავე დონეზე დარჩება.
საქართველო აგრძელებს პრაგმატულ ურთიერთობებს თეირანთან, აშშ-სა და ისრაელის მიერ მიმდინარე სამხედრო კამპანიის მიუხედავად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მოჯთაბა ხამენეის ამ პოსტზე არჩევა მიულოცა.