https://sputnik-georgia.com/20260611/stiqiit-dazaralebul-222-ojaxs-saxls-seusyidian-299100217.html
სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ 222 ოჯახს სახლს შეუსყიდის
სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ 222 ოჯახს სახლს შეუსყიდის
Sputnik საქართველო
ამ დრომდე სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლი უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T18:05+0400
2026-06-11T18:05+0400
2026-06-11T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23577/76/235777693_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_50e458a8a92a8906c2f906209328011a.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ამ ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ინდივიდუალურად იმსჯელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ამ დრომდე სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლი უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ეკომიგრანტის სტატუსი კანონით განსაზღვრული არაა. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №779 ბრძანებით, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც ეკომიგრანტებად მიიჩნევიან. ამ ბრძანების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად და გადაადგილებას დაქვემდებარებულად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება პირი, რომლის სახლიც დანგრეულია და ვერ აღდგება, ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23577/76/235777693_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_28579bc73e8ad350d0895adcc4f38ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ 222 ოჯახს სახლს შეუსყიდის
ამ დრომდე სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლი უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ამ ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ინდივიდუალურად იმსჯელა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ამ დრომდე სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლი უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ეკომიგრანტის სტატუსი კანონით განსაზღვრული არაა. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №779 ბრძანებით, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც ეკომიგრანტებად მიიჩნევიან. ამ ბრძანების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად და გადაადგილებას დაქვემდებარებულად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება პირი, რომლის სახლიც დანგრეულია და ვერ აღდგება, ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.