https://sputnik-georgia.com/20260611/seulsi-qartuli-rvino-waradgines-299096759.html
სეულში ქართული ღვინო წარადგინეს
სეულში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიაში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T13:45+0400
2026-06-11T13:45+0400
2026-06-11T13:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამხრეთი კორეა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0b/282174776_47:0:1553:847_1920x0_80_0_0_af05f607847159c39689f5336bf8a1ce.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანია Wine21.com -ის ორგანიზებით ჩატარდა. სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და დეგუსტაციას 60-მდე მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. დეგუსტაციას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა. აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა Seoul International Wine and Spirits Expo და Daejeon International Wine Festival.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0b/282174776_236:0:1365:847_1920x0_80_0_0_840d7c282752796e8a333ed22ab89266.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
სეულში ქართული ღვინო წარადგინეს
კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიაში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანია Wine21.com -ის ორგანიზებით ჩატარდა.
სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და დეგუსტაციას 60-მდე მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. დეგუსტაციას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა.
აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა Seoul International Wine and Spirits Expo და Daejeon International Wine Festival.