https://sputnik-georgia.com/20260611/saqartvelosi-eleqtroenergiis-moxmareba-299094086.html
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები. 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T09:35+0400
2026-06-11T09:35+0400
2026-06-11T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283077672_0:40:1280:760_1920x0_80_0_0_75e1f85f5501f31c7a9853daf5f88191.jpg
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით გაიზარდა და 5,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს გენერაციამ 4,2 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 4,6%-ით მეტი 2025 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 2,9 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 1,2 მილიარდზე მეტი კვტ სთ, „ქართლის“ ქარის ელექტროსადგურმა 40,3 მილიონი კვტ/სთ, ხოლო მზის ელექტროსადგურებმა 5,1 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს, იტყობინება ESCO.ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა 2025 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით და 28,5 მლნ კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აზერბაიჯანში გადიოდა.გარდა ამისა, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 1,1 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც 16,3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ამ იმპორტის 66% განხორციელდა რუსეთიდან (748 მილიონი კილოვატ-საათი), 17,9% - თურქეთიდან, (203,2 მილიონი კილოვატ-საათი), 10,5% - აზერბაიჯანიდან (118,6 მილიონი კილოვატ-საათი) და 5,6% სომხეთიდან - 63,6 მლნ კვტ/სთ.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2025 წელს მოიხმარეს 14,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,3%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გამომუშავება 13,8 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283077672_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9f4d45252e5a4456e3ae4d26468437dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით გაიზარდა და 5,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.
2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს გენერაციამ 4,2 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 4,6%-ით მეტი 2025 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 2,9 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 1,2 მილიარდზე მეტი კვტ სთ, „ქართლის“ ქარის ელექტროსადგურმა 40,3 მილიონი კვტ/სთ, ხოლო მზის ელექტროსადგურებმა 5,1 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს, იტყობინება ESCO.
ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა 2025 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით და 28,5 მლნ კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აზერბაიჯანში გადიოდა.
გარდა ამისა, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 1,1 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც 16,3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამ იმპორტის 66% განხორციელდა რუსეთიდან (748 მილიონი კილოვატ-საათი), 17,9% - თურქეთიდან, (203,2 მილიონი კილოვატ-საათი), 10,5% - აზერბაიჯანიდან (118,6 მილიონი კილოვატ-საათი) და 5,6% სომხეთიდან - 63,6 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2025 წელს მოიხმარეს 14,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,3%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გამომუშავება 13,8 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს.