https://sputnik-georgia.com/20260611/saertasoriso-operacia-saqartvelosi-dakavebulia-ori-ucxoeli-299101378.html
საერთაშორისო ოპერაცია საქართველოში – დაკავებულია ორი უცხოელი
საერთაშორისო ოპერაცია საქართველოში – დაკავებულია ორი უცხოელი
Sputnik საქართველო
დაჯგუფება AudiA6-მა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრა 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T21:06+0400
2026-06-11T21:06+0400
2026-06-11T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
აშშ
საქართველოს პროკურატურა
კრიპტოვალუტა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/44/234094461_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_0bc796e0123ae5737f88060c09cd5e83.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს აჭარაში AudiA6 ფსევდონიმით მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ საქართველოს, აშშ-ისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, იუწყება საქართველოს პროკურატურა. საერთაშორისო გამოძიების მონაცემებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი AudiA6 2022 წლიდან მოქმედებდა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას უზრუნველყოფდა, სამართალდამცავებისგან უკანონო საქმიანობის კვალს მალავდა და მნიშვნელოვან მოგებას იღებდა. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, AudiA6-ის წევრებმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრეს. საქართველოს პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა, ოპერაციაში კი საქართველოს, აშშ-ისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში გაჩხრიკეს ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი სახლები, მათი ავტომობილები და სამუშაო ადგილები. შედეგად, სამართალდამცავებმა ამოიღეს სერვერები და დოკუმენტაცია, რომლებსაც გამოძიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, დაყადაღდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი 173 სატრანსპორტო საშუალება, ძვირადღირებული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები. დაჯგუფება AudiA6 ასევე მართავდა კიბერდამნაშავეების ფორუმს სახელწოდებით Dark2Web, რომელიც უკანონო მომსახურებების რეკლამირებისა და მთელ მსოფლიოში კიბერდამნაშავეებს შორის კავშირების დამყარებისთვის გამოიყენებოდა.
საქართველო
პოლონეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/44/234094461_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_62877c21667edbeeedb1b148cc4e1037.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , აშშ , საქართველოს პროკურატურა, კრიპტოვალუტა
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , აშშ , საქართველოს პროკურატურა, კრიპტოვალუტა
საერთაშორისო ოპერაცია საქართველოში – დაკავებულია ორი უცხოელი
დაჯგუფება AudiA6-მა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრა
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს აჭარაში AudiA6 ფსევდონიმით მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ საქართველოს, აშშ-ისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
საერთაშორისო გამოძიების მონაცემებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი AudiA6 2022 წლიდან მოქმედებდა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას უზრუნველყოფდა, სამართალდამცავებისგან უკანონო საქმიანობის კვალს მალავდა და მნიშვნელოვან მოგებას იღებდა.
2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, AudiA6-ის წევრებმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრეს.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა, ოპერაციაში კი საქართველოს, აშშ-ისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში გაჩხრიკეს ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი სახლები, მათი ავტომობილები და სამუშაო ადგილები.
შედეგად, სამართალდამცავებმა ამოიღეს სერვერები და დოკუმენტაცია, რომლებსაც გამოძიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, დაყადაღდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი 173 სატრანსპორტო საშუალება, ძვირადღირებული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები.
დაჯგუფება AudiA6 ასევე მართავდა კიბერდამნაშავეების ფორუმს სახელწოდებით Dark2Web, რომელიც უკანონო მომსახურებების რეკლამირებისა და მთელ მსოფლიოში კიბერდამნაშავეებს შორის კავშირების დამყარებისთვის გამოიყენებოდა.